სენტიმენტების გარეშე
სრულიად! ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უ...