მძიმე დღე გამოდგა სამშაბათი 9 საათი დაიწყო, მე კი ისევ სამსახურში ვზივარ მძიმე დღე იყო დღეს, გადატვირთული ძალიან და გადაძაბული ყველას ყველაფერი ერთად რომ უნდა, ისეთი და ყველაფერი სასწრაფო რომ არის ს...ობებიც რომ ურევია და რომ ისხლიტავენ, როცა უხსნი რომ ეს არ გამოვა, ფიზიკურად შეუძლებელია და მაინც გაყინული სახით გთხოვენ იქნებ რამე მოახერხო და შენც ზიხარ და "ახერხებ".... აი, ვინ მავალდებულებს ახლა აქ ჯდომას ამ დროს... უბრალოდ რაღაც ვერ შევეშვი და შევყევი და ჯობია ისე, შევეშვა, რამე არ ავურიო, ისე ვარ დღეს... + შეხვედრა... ორი. ერთი - საკმაოდ არასასიამოვნო სუნის მქონე კლიენტებთან, რომლებმაც ისიც კი არ გვითხრეს ნორმელურად, ვინ იყვნენ. ძალიან შევიკავე თავი რომ თანამშრომლისთვის არ გადამეხედა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, ასევე თავს იკავებდა რომ ჩემთვის არ შემოეხედა... :D მეორე შეხვედრა - სასიამოვნო, არაჩვეულებრივად სიმპატიურ და საყვარელ ბიჭთან, რომელსაც მიუხედავად ჰასაკის სიმცირისა, ეტყობოდა, უკვე ერკვეოდა თავის საქმეში და თან ალბათ კლიენტების მოხიბვლის მიზნით უშვებენ შეხვედრებზე...