ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი. უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე. დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი. გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კ...
Comments
რა მაგარია, ელის:)
საღოლ ქუჩის მეორე მხარეზე მყოფ ბიჭებს:))))
მეც მაგრა ვიცინე, ქეთ, ნუ ტო ესწ გამეღიმა :)
მაგარი გოგო ხარ, მაგარი ქალი და მაგარი ბავშვი :)
და არ იცი რა არის ასეთი რაღაცეების მოსმენა/წაკითხვა ასეთი ადამიან(ებ)ისგან!!!
მადლობა შენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად შორს და ვირტუალურად, მაგრამ მაინც ჩემთან ხარ და თან ასე :)