დღის ბოლო...

მძიმე დღე გამოდგა სამშაბათი
9 საათი დაიწყო, მე კი ისევ სამსახურში ვზივარ

მძიმე დღე იყო დღეს, გადატვირთული ძალიან და გადაძაბული

ყველას ყველაფერი ერთად რომ უნდა, ისეთი და ყველაფერი სასწრაფო რომ არის ს...ობებიც რომ ურევია და რომ ისხლიტავენ, როცა უხსნი რომ ეს არ გამოვა, ფიზიკურად შეუძლებელია და მაინც გაყინული სახით გთხოვენ იქნებ რამე მოახერხო და შენც ზიხარ და "ახერხებ"....

აი, ვინ მავალდებულებს ახლა აქ ჯდომას ამ დროს...
უბრალოდ რაღაც ვერ შევეშვი და შევყევი და ჯობია ისე, შევეშვა, რამე არ ავურიო, ისე ვარ დღეს...

+ შეხვედრა... ორი.
ერთი - საკმაოდ არასასიამოვნო სუნის მქონე კლიენტებთან, რომლებმაც ისიც კი არ გვითხრეს ნორმელურად, ვინ იყვნენ. ძალიან შევიკავე თავი რომ თანამშრომლისთვის არ გადამეხედა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, ასევე თავს იკავებდა რომ ჩემთვის არ შემოეხედა... :D

მეორე შეხვედრა - სასიამოვნო, არაჩვეულებრივად სიმპატიურ და საყვარელ ბიჭთან, რომელსაც მიუხედავად ჰასაკის სიმცირისა, ეტყობოდა, უკვე ერკვეოდა თავის საქმეში და თან ალბათ კლიენტების მოხიბვლის მიზნით უშვებენ შეხვედრებზე :D

მერე კიდე ბევრი სატელეფონო საუბარი

ბოლოს დაძაბულობისგან თავი ამტკივდა

რაც მთავარია ახლა ამას დავწერ, ჩემს ფაილებს დავხურავ და მინდა რომ აქედან რომ გავალ, აღარ ვიფიქრო ამაზე ხვალ დილამდე. არ მიყვარს სამსახურის საქმეებზე ფიქრი თავისუფალ დროს და ვმიჯნავ დანარჩენ ნაწილს ცხოვრებისას ამისგან :D

უნდა შეირგო, რა, თავისუფლება :)

უხ, ერთი-ორჯერ გინებაც კი მომინდა და პრინციპში ჩუმად შევასრულე კიდეც... :D

აღარც კი მშია

არა, ცუდად არა, რა ცუდად

ცუდად არ ვარ

უბრალოდ დავიღალე და მინდა განტვირთვა კარგი

მასაჟი არ მაწყენდა

და რამე გემრიელი

წავედი, წავედი...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..