ჩემი weekendი

პარასკევი
after სამსერი: შევხვდი მეგობრებს, პანაშვიდზე წავედით. არ დაველოდეთ მესამეს. წამოვედით. მერე - ბარი. და მეგობარი. მერე - მეორე. მერე - ჩემთან. მე და მეორე. ლოდინი. ღამის გათენება მოგვიწევს. მერე - მესამე. მერე კიდევ ერთი.



ღამის 3-ის ნახევარზე ჩავიცვი. წავედით.

ღამის თბილისი. გაუარე. ჩაისვი. მკიდია. ისიც. სხვაც.

ვზივარ უკან. წყნარად. ვფიქრობ. არ ვუსმენ. მესმის.



ღამის თბილისი, ტრასა.



ახალი აეროპორტი

ლოდინი? არა. არ მოგვიწია. მინდოდა. განწყობა იყო ასეთი - ველოდო დაფრენას. რა მოსაწყენია ასე უცებ. დაფრენილი იყო. ჩამოფრენილი.

ვის ველოდებით? 8 წელი. ნუ კაი, 6. გავიცანით 8 წლის წინ. ვიმეგობრეთ ერთი თვე. გგონია რომ სულ ასე იქნება. რა თქმა უნდა - არა. მერე - 6 წლის წინ. დახვედრა და მეგობრობა გზად და ხიდად 1 კვირა. კაი იყო. მაშინაც გვეგონა.

კაი, რა.

დრო. თავისას შვება.

ყოველთვის - არა.

როცა ძლიერია - არა.

როცა ზედაპირულია მაინც - კი.



კი. გამეხარდა. ისე. როგორც მასწავლა ცხოვრებამ. სადამდეც მიშვებს ემოციები. სხვების - არ ვიცი.



ცოტა ხანი ლოდინი. ხალხში - ნაცნობი სახე. ნაცნობი სიცილი. უიმ. ისევ ისეთი მრგვალია. "დაჟე" ცოტა კიდე მოუმატია. მივიდე? ო. არ მინდა. ძვეეელი მსუბუქი ფლირტის ობიექტი. თუ სუბიექტი? ნუ კაი. თუ დამინახავს - ვნახავ. თუ არა - მკიდია.



მერე ისევ გადმოვერთე. ჩამოვიდა. გამოვიდა. გადავეხვიეთ რიგ-რიგობით. მაინც ჩვენი გულისთვის ჩამოვიდა. ამისთვის იჩალიჩა. რომ კიდევ ერთხელ ენახა მეგობრები. ძველი. თუნდაც 6 წლის მერე. გაუხარდა. მერე მანქანა. იგივე გზა. უკან. სასტუმრო. ფოიე. თითო-ღერი სიგარეტი და ერთი ღერი სიგარეტის სიგრძე რამდენსაც დაიტევს, იმდენი ინფორმაცია. მოკლედ. გათხოვდა. მუშაობს. ცოლი მოიყვანა. ბავშვი ჰყავს. სწავლობს. ვმუშაობ. ა.შ.



მერე დავიშალეთ.

რა ჭამა? მერე რა, რომ მშია?

ლიფტში დავიწყე ლამის გახდა.

პირდაპირ ლოგინში.

პირდაპირ სიზმარში.









შაბათი
გვიან გავიღვიძე? არა. არც ისე. წუხანდელის ფონზე.

მშვიდად ყველაფერი.

სახლში არ გავჩერდები ცხადია. სად - ჯერ არ ვიცი. სპონტანურად.

მესიჯი.

ჩავიცვი.

გავედი. ვიყავი. ვისმინე. მე - არაფერი. მოკლედ. კომენტარებით შემოვიფარგლე. ვაცინე.

მესიჯი.

წამოვედი. სხვაგან. სხვასთან. მეგობარი. ისევ.


მესიჯი. ზარი. მიდით და მოვალ. კიდევ ზარი, შეგხვდები და ავიდეთ.


after პანაშვიდი. ბევრნი. მეგობრები. 5. 7. 10... მიყვარს ყველა. ნუ თითქმის ყველა. ზოგი - განსაკუთრებით. ყველა სხვადასხვანაირად.


მერე დავიშალეთ. გვიან. გზები გაიყო. შენ - ჩვენ წაგიყვანთ. წამო ჩვენთან, რაგბის ვუყუროთ. არა. ამჯერად არა.


ძილი. ფიქრი - არა. ქში-ქში :D








კვირა
გამეღვიძა. ჩემით. როგორც მინდოდა იმაზე ცოტა გვიან. მაინც კაია.

წავედი მაინც. არ შევედი. გარედან ვისმენდი.

მერე მეგობარი. მოვიდა. წამოვედით ადრე.


ძალიან ადრეა. 11 საათზე სამზარეულო არსად არ არის. ეგ კი არა - ოფიციანტებიც არ არიან.



წვიმა. მაინც ჩავედით. სავარძლები. სიმყუდროვე. სიჩუმე. დავსხედით.


მოვიდნენ ნელ-ნელა. ჯერ - უცხო. არ გვიცნობს. ყავა გაგვიკეთა.



შოკოლადი?! ერთად დაბადებული იდეა!!! განხორციელება.


მერე მოვიდნენ სხვებიც. გაეღიმათ. მოგვიკითხეს. stammgaeste. მიყვარს ეს ხალხი. კარგ განწყობას გიქმნიან.

მზარეული არ იყო. საჭმელი - ჯერ არა. თვითონ გაგვიმზადეს. სენდვიჩები. მიხვდნენ - გვშიოდა. გემრიელი იყო. განსაკუთრებულად გემრიელი.


ზარი ახლობელთან :) მეგობრები. დანარჩენები. ჩვენ - რაღაცნაირად კარგ ხასიათზე. მერე რა, რომ ფიზიკურად შეიძლება რაღაც გაწუხებს, ცუდად მაინც არ იყო, შეგიძლია.


კიდევ ყავა. სერიოზული და არასერიოზული თემები. ბევრი სიგარეტი როგორც ყოველთვის. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს.

რა თქმა უნდა შევძლებ დავანებო. თუ ასე მთხოვს ვინმე და ჩემთვის ასეთი. ოდესმე. ან ოდესმე სხვა მოტივაცია გახდება სერიოზული. ვნახოთ.


მერე - ტაქსი. დაშლა. სამნი - ჩემთან.

წითელი ღვინო. ყველი. სასუსნავები. მერე - ერთის გაცილება. ვრჩებით ორნი. მონატრებული მეგობრის მარაგის აღება.

ბევრი ლაპარაკი. ბევრი ისტორია, ბევრი სიცილი, გაბრაზებაც და ნერვების მოშლაც. შენს გამო და მეგობრის გამო.

მერე +1. მერე სადილი.

ხალხი მოვიდა. სახლი შეივსო.

გავემზადე. წამოვედით. ისევ პანაშვიდი. გავჩერდით. წამოვედით.

ისევ ბარი. მეგობარი. 2. ანუ სულ 3. მერე +1 და მერე ისევ - 1.


მერე ისევ დაშლა.


tv. სისულელეები.


ღამე.


და მეორე დღე - ისევ ორშაბათი.

Comments

Dv0rsky said…
აუუუუ, ძალიან მაგარიააა!!!
დაგლიჯა.
This is so fuckin great!
Anonymous said…
ჰაააარც, ცისიი..
კაია, კაი

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..