განტვირთვა


რამდენი წლის პაუზის მერე
გავიხსენე რომ არსებობს ასეთი უსაოცრესი სიამოვნება და რალაქსაციის, სტრესის მოხსნისა და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - ცხელი აბაზანა, ანუ აბაზანაში ჩაწოლა!


აი, გაჭირვება მიჩვენეო დააა.....


სახლში როგორ ავედი გუშინ არ ვიცი
ხმა არ ამომიღია საერთოდ


უცებ გამახსენდა ეს
სასწრაფოდ ავდექი ვახშმის მერე და მივიღე შესაბამისი ზომები
და ჩავწექიიიი.... და აღარ ამოვედი მგონი 1 საათი!


აუ რა მაგარი რამეა მართლა! აი იცით როგორ შველის საშინელი და დაძაბული და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ?! :)


აწი მეცოდინება! :)
თვითონ უნდა მოიფიქრო ადამიანმა როგორ იყო კარგად
აი, ასე :)

აუ, რა საოცარი დღეებია, ასეთი საგიჟეთი კაი ხანია არ ყოფილა. მალე დამთავრდეს, რა...

Comments

Anonymous said…
რამდენი წლის პაუზის მერე
გავიხსენე რომ არსებობს - ცხელი აბაზანა,



Tavidan aman DZaan damzaba, mere da mere gavige ra xdeboda...

:))))))))))))))
Anonymous said…
კი შონ, ნამდვილად დაიძაბებოდი.
© said…
:P


ცუღლუტებო! :)


:D :D :D
ketketa said…
აუ მე ვერ მივხვდი რატო დაიძაბა შონი...
Anonymous said…
პოსტის პირველმა წინადადებამ დაძაბა :) და თუ ყურადღებით წაიკითხავ შენც დაიძაბები :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..