სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში! როგორც იქნა აღდგა! ინტერნეტიც (მალევე) და ბლოგებიც... რაღაც სჭირდა ბოლო სამი დღე, ვერც ერთ ბლოგზე ვერ შევდიოდი (უბრალოდ მიხსნიდა) და ვერც კომენტარს ვტოვებდი და საკუთარ ბლოგზე ვერაფერს ვწერდი. შე-log in-ებისა და მოლოგინების საშუალებას არ მაძლევდა :))) კომენტარებს მეილზე ვკითხულობდი და პასუხს ვერ ვცემდი... ახლა შემომიშვა როგორც იქნა, открылсья сезам :) და მინდა დავწერ, და მინდა - არა :) მთავარია რომ არჩევანის თავისუფლება მაქვს! :) როგორ ვერ ვიტან შეზღუდვეეებს, როოოგოოორ.... მოკლედ, დავბრუნდი და მიხარია :) იცით როგორი გრძნობაა, ვიღაც რომ ”გყავს”, შენი რომ არის ვიღაც და შენ რომ ხარ მისი. შეიძლება არ ნახო, შორს იყოს, არ ეცალოს, არ გეცალოს, უბრალოდ გავიდეს დღე, ორი, სამი ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც მშვიდად ხარ, უბრალოდ იცი, რომ არის, შენთვის არის სადღაც. და ქუჩაში შენთვის, თუნდაც საქმეზე ან სულ სხვაგან მიმავალმა და სხვა ფიქრებში გართულმა უცებ რაღაც სიხარული იგრძნო, რაღაც მშვიდი სიხარული და მიხვდე რაც გიხარია - ის სადღაც არის, როცა იქნება ხომ ნახავ, რა მნიშვნელობა აქვ...