ოოოო, სათაური არა ის...

უბრალოდ ისე შემოვიარე. მინდოდა რამე დამეწერა. მაგრამ ვერ. გადავხედე ძველ პოსტებს, გადავიკითხე, აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული. მომეწონა. გამეღიმა.
მერე როგორც იქნა მოვახერხე და ორი ვებ ალბომი ავტვირთე. ამაში picasa და online და თან შორს მყოფი ორი მეგობარი დამეხმარა. ეს უკანასკნელნი - მხოლოდ იმით, რომ არ დამძინებოდა :) ანუ მათთან საუბარში გავიდა დრო და მერე გავძელი კიდევ ცოტა ხანი პოსტების კითხვით. ამასობაში აიტვირთა და შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე გაჯეტებში ორი სლაიდშოუ. გერმანული თუ არ გესმით, პირველი სიტყვა მონატრებას ნიშნავს, უფრო სწორად პირველი ორი სიტყვისგან შემდგარი სიტყვათშეთანხმება. რას ვბოდავ. ისე ვწერ, რომ ვწერო და არ აღვწერო არაფერი :) რა უნდა აღვწერო, დღიური ხომ არ არის, ან ანგარიში, რომელიც ვინმეს უნდა ჩავაბარო და მოვუყვე, როგორ გავატარე შაბათ-კვირა?!

პ.ს. ეს გვირილები, ზევით რომ არის, დიდი იმედი მაქვს რომ არ დაჭკნება არასოდეს. ამ თემის განვრცობაც მინდოდა, მაგრამ არ ვარ ხასიათზე ახლა.

ხვალ ორშაბათია... მართალია ამ საღამოს ერთი მშვენიერი სამზარეულოს მაგიდის გარშემო შემომსხდარებმა... მოკლედ სხვა კუთხით განვიხილეთ ეს ყველაფერი, მაგრამ, как не крути ორშაბათია და რაც არ უნდა გამისწორდეს ხვალ და ვიცოდე რომ კარგი იქნება, მაინც არ მიყვარს და არ შემიყვარდება არასოდეს! ზეგ - დასვენებაააა......

Comments

Kalo said…
რომელ მაგიდას შემოუსხედი ელის? :-)
აუ, მე გუშინ ზოოპარკში ვიყავი :-)
იცი რა კარგი იყო? :-):-)
© said…
ვიცი :D გამოიყურებოდით ალბათ როგორც იდილიური ოჯახი :))))

მაგიდა? აქვეა, ვაჟაზე, ჩემგან არც ისე შორს... ;)
jaco said…
უსათაურო პოსტები არ დავინახო იცოდე!:D ამას კიდევ კარგი აქვს სათაური, მართალია ანტისათაურული სათაურია, მაგრამ მაინც ხომ აქვს:D

ზოოპარკი კარგია ზოგადად, ცხოველები ადამიანებს ათვალიერებენ ხოლმე:)
© said…
მაგრა ვკაიფობ, შენ გართულება რომ გაქვს სათაურებზე :D

და ცხოველები - ადამიანებს :))))))))))))))))))))))))

გამეხარდა შენი კომენტების აღდგენა ჩემს ბლოგზე :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..