უბრალოდ ვერ

უბრალოდ ვწერ
უბრალოდ ვერ
დავუშლი ხელს
დაწეროს რაც
უნახავს თვალს
სმენია ყურს
სტკენია გულს
უგრძვნია ტანს
უბრალოდ კვლავ
ვივიწყებ ძველს
ვუყურებ წინ
ატუზულ სხვას
მიჩქარებს სისხლს
მიყინავს ცრემლს
აღარ ვარ ის
რაც იყო ხვალ-
ორი თვის წინ
ვიცვლები სულ
წერტილი ზის
-ვანებებ თავს
უაზრო ფიქრს
აზრიან წიგნს
ღვინიან ბოთლს
შენს გვერდით ვდგამ
იცლება მყის
წვეთები სდის
სისხლია მზის
დაჭრილი ფრთა
არ მტკივა სულ
ვეღარ ვგრძნობ ცის
დამშრალი წყლის
ყვირილის ხმას
არ ესმის ყურს
ვერ ვხედავ სულ
არ სტკივა გულს
არ უნდა ტანს
დავწერო რა
უბრალოდ ვერ
მოვყევი ის
რაც აღარ მწამს

უბრალოდ ვერ...



14.10.08
00:11

Comments

jaco said…
მართლა ძალიან კარგია! შენ დაწერე? ძალიან მომეწონა!
© said…
კი, ჩემია

მადლობა :)
Kalo said…
ax ti maja umnicaaaaa.
© said…
:)

ჩემი ნინელი :)

;)

ვნახოთ, რა გამოვა იმ საქმიდააან... ;) მერე - გავახმოვანებ :)
Anonymous said…
gamagebine adamiano ты почему не издаешься ?????
© said…
ირ! я сделаю ето! обещаю!!! :) და ვიტყვი რომ შენი დიდი დამსახურებაა :)

და ისა, კიდე... მოვახერხე ჩემით, რაც მინდოდა ;) და... пожелайте мне удачи! :) რაშიო, არ მკითხოთ, პოსტ ფაქტუმ შეგატყობინებთ, თუ საჭირო იქნება :))) ;)
Anonymous said…
ЖЕЛАЕМ УДАЧИ!!!!

GOOD LUCK!!!!

ABA SHEN ICI , (kide ra davcero?!....) kvela sheni chanafikri agsrulebodes :):)

gkocni
© said…
მადლობა, ირ :) ”დიდი ბადო” (ეს ბავშვობის დროინდელი ”დიდი მადლობაა” :))) )

მეც (გკოცნი) :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..