YouTube-დან გადმოღვრილი ცოტაოდენი ტკბილი სევდა

რა ვქნა, ისევ უნდა დავუბრუნდე ძველ თემას და ცოტა განვავრცო

გუშინ ძველ რაღაცეებს რომ ვიხსენებდი... ასოციაციები რაც წამოვიდა, და რაც გამახსენდა, ის მინდა დავწერო

ჯერ ძალიან პატარა ვარ. ჯერ კიდევ იმ, ძველ სახლში (რომელიც ძალიან არ მეთმობოდა წლების მერე). აბაზანიდან ამოვყავარ დედას პირსახოცში გახვეული, ხელში აყვანილი გამოვყე/ავარ (სწორი ფორმა ვერ დავადგინე :) ), ლოგინზე მაყენებს, მამშრალებს და თბილ პიჟამოს მაცმევს, მერე მაწვენს და პოდნოსით მოაქვს ნამცხვარი (ჩიტის რძე) და ჩაი, თან ტელევიზორს მირთავს. спокойной ночи малыши იწყება, რომელსაც - баю-баю-ს ვეძახი ჯიუტად :) მეც და ჩემი უმცროსი ძმაც. ვწევართ ასე ჩაით და ნამცხვრით მუხლებზე, და გაბადრულები ვუყურებთ საყვარელ გადაცემას. მერე Время იწყება და ჩვენი ძილის დროც დგება. ან ჯერ არ ვწევართ, ტელევიზორის წინ პატარა სკამებზე (ჩვენი პატარა სკამები გვაქვს) ვსხედვართ, წინ სამზარეულოს სკამები და ზედ ისევ ჩიტის რძე და ჩაი, წინ - ისევ ტელევიზორი...

წლების შემდეგ (და მაინც დიდი ხნის წინ. უკვე ახალ სახლში. რომელთან შეგუებასაც დიდი ხანი მოვუნდი)

სკოლიდან მოსული პირველი რასაც ვაკეთებ - ტელევიზორს ვრთავ. MTV-ს ყურების ბედნიერება მცირეოდენ რჩეულთაგან ჩვენც გვხვდა წილად (საკაბელო ტელევიზია, ამ სახლის ხიბლი, რამაც ალბათ გადამატანინა ნაწილობრივ უკეთეს, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ უცხო პირობებში და გარემოში გადმოსვლა). და მოსული არ ვართ მე და ჩემი ძმა რომ მაშინვე ამ არხზე ვრთავთ და საღამომდე არავინ გვიშლის ხელს ყურებაში. სულ თუ არ ვარ ამ ოთახში, პერიოდულად მაინც გავდივარ და ვრთავ, ჩემი საყვარელი სიმღერები რომ არ გამომეპაროს, რომლებსაც დღეში არ ვიცი რამდენჯერ ვუყურებ. თუ რომელიმე ამ ბედნიერ წუთს არ აღმოჩნდა ოთახში, მეორე სასწრაფოდ უხმობს. მიდის ამ ყველაფრის გარჩევა მეგობრებთან ერთად ტელეფონზე. საათობით ლაპარაკი (ამდენს როგორ ვლაპარაკობდით ტელეფონით ნეტა?! :) ). ის. ვისაც არ აქვს, სტუმრად მოდის, ერთად ვმეცადინეობთ და ერთად ვუყურებთ. ეხ, მაშინ MTV სულ სხვა იყო, მართლა...

მერეც და მანამდეც ბევრი სხვა რაღაც იყო კიდევ. ცუდიც (ჩვენი თაობა საკმაოდ ბევრს მოესწრო, თუნდაც ადრეულ ასაკში. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. უბრალოდ აღარ მინდა ცუდზე ლაპარაკი) და კარგიც. ბევრი სხვა ემოცია და ბევრი მოსაგონარია კიდევ. ბევრი ღიმილით გასახსენებელი.

მაგრამ მე უბრალოდ ეს ორი პატარა მონაკვეთი მინდოდა გამეხსენებინა. ერთი - იმიტომ, რომ გუშინდელმა საკუთარმა პოსტმა და ძილის წინ баю-баю-ს ყურებამ გამახსენა და მეორე - ამ უკანსაკნელმა ჩემს მეგობარს ბევრი სხვა რაღაც გაახსენა კიდევ ჩვენი ბავშვობის წლებიდან და მიგზავნა და მიგზავნა ლინკები YouTube-დან, იმ დროის სიმღერებით, ძველი, საყვარელი, სულელური და ზოგი დღესაც რომ მაგრად მახალისებს, ისეთი სიმღერებით. ზოგი კი, როგორც მეორე ფანჯარაში მეორე მეგობარმა მომწერა, რომელსაც მე ვუfორვარდებდი მერე ამ ლინკებს, ტკბილ ნაღველს იწვევდა...

ხანდახან ძალიან მენატრება რაღაც შეგრძნებები, სიტუაციები... ხანდახან ძალიან მენატრება ის უდარდელობა და სილაღე... ხანდახან ძალიან მინდა ხელში აყვანილი ისევ გამოვყავდე დედას აბაზანიდან, პირსახოცში გახვეული და თბილად მახურავდეს საბანს. ძილის წინ სისულელეებს ველაპარაკებოდე ჩემს ძმას და გვერდზე ოთახიდან ყრუდ მოდიოდეს მშობლების ლაპარაკის და ტელევიზორის ხმა...

ახლა კი, ახლა პირიქით, მშობლები იძინებენ დაღლილები ჩემზე ადრე და გვერდზე ოთახინდან ესმით, ახალშემოსული მე-ს ბოდიალის, ძმასთან სატელეფონო ძილის წინა ლაპარაკის - ძირითადად ისევ სისულელეებზე, არასერიოზულ-მხიარული ლაპარაკის და სიცილის ხმა და მერე ცოტა ხანი ჩართული ტელევიზორის ყრუ გუგუნი...

Comments

Katiée.Ge said…
ზუსტად ანალოგიური შეგრძნებები გამოიწვია ჩემშიც ბაიუბაიუს ნახვამ, მეც ამსე მივყევი ლინკებს, კრაკადილ გენა, ერალაში, მზიური, მაგრამ მე მერე რადიკალურად შევცვალე მიმართულება და ქართულ კინოზე გადმოვედი, ნატვრის ხე მთლიანად ერთხელ და მარიტას გასამართლების ფინალური სცენა 3ჯერ ვნახე... მერე ქართულ კინო საიტს ჩავუჯექი და ღამის 5ზე ძლივს მივაგენი ლოგინს :D
jaco said…
ეეეეეჰ, ბავშვობა:)))
m i r a m a x said…
ააუჰ, ბავშვობა რა კაი იყო... :)
Kalo said…
ძაან კარგი იყო. გაღიმებული ვკითხულობდი, მარა იცი რა მაინტერესეებს? სულ ჩიტის რძეს გაჭმევდნენ? ჩიტის რძე საწოლში, ჩიტის რძე საწოლს გარეთ :-);-):-):-)
და წარმოიდგინე, ეხლაც რომ დედაშენი გაბანავებდეს (ხო გინდა? ხო ნატრობ? :-);-):-)) და პირსახოცში გახვეული რომ გამოყავდეეეეეეეეე. და ამ დროს უნდა მოვიდეთ მე და დათო :-):-):-):-) და შენ ტაშის კვრით უნდა შემოგვეგებო და გვთხოვო ზღაპარი წაგიკითხოთ :-);-):-)
ძაან გავმხიარულდი ამის წარმოდგენით :-):-):-)
© said…
ხო, კალერ :) ჩიტის რძე იყო და არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამცხვარი, თან ის ჩიტის რძე, როგორსაც დედაჩემი ამ მიზეზით ალბათ საკმაოდ ხშირად აკეთებდა და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა :) აი იმენა ვხედავ მაგ სცენას, გეუბნები :0
და დღეს ისე მეც ვაკეთებ სხვათა შორის, არა ნაკლებ გემრიელად ;) დღეს ნუ პირდაპირ არ გაიგო და არ მომადგე ხვალ პირსახოცში გახვეული რომ მნხაო და ჩიტის რძე არ მომთხოვო :))))
ისე - გავაკეთებ და... ;)

სიტუაციები და შეგრძნებები მენატრება მგონი უფრო ხშირად, უშუალოდ ადამიანებზე მეტად, და ურთიერთობები... ანუ ისეთები, რომლებიც აღარ არის სხვადასხვა მიზეზებით
© said…
This comment has been removed by the author.
Kalo said…
auuuu, minda sheni gaketebuli frinvelis rze :-):-)
Marika said…
ვიტირე, ბოზიშვილი ვიყო.
ცრემლები (წვიმაში) სამსახურში :)

ცის, you re the one!

ფრინველის რძე :))) ფრინველის გრიპი არ აიკიდოთ ეხლა კაცო. არადა, მეც მაააგრა მიყვარს ეგ ნამცალი :)) გამომიცხვე რააა
© said…
ცრემლები სამსახურშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))))))))))))))))))))))

ესე იგი ბლოგერების ქვითინე კომენტარებში :)))

აუ რა მაგარია რომ მოგეწონაააათ :))))

და ფრინველის რძეზე ვიცინე კიდე მაგრა :))))


ითონი არ იძლევა რძეს ნეტა?! :))))))))))))))))


გაგიკეთებთ, აუცილებლად გამოგიცხობთ მაგ ნამცხვარს და დაგპატიჟებთ! როდის - არ ვიცი :)))))) მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ ja sdelaju eta! :))) და ძველი წლების მოსაგონარი საღამო მოვაწყოთ :))) და ბეეევრი, ბევრი ვიცინოთ :)
ketketa said…
ბედნიერების განცდა:)
როდინელია არ აქვს მნიშნველობა, მთავარია რო ყოველთვის იგრძნობ რა წამსაც გაგახსენდება ასეთი ჩვეულებრივი წვრილმანები. მაშინ ჩვეულებრივი გეგონა და უბრალოდ გსიამოვნებდა, ახლა ხვდები რო ეს იყო ყველაზე თბილი, ტკბილი, მშვიდი და ნამდვილი ბედნიერება:)
ნაცნობი ბედნიერება :)
რა კაია რო დაწერე ამაზე, და როგორ დაწერეე:)
Salomenka said…
ცისიააა, რა მაგრა გიწერიაა ყველაფერი,ყველა ის შეგრძნება გამიჩნდა მძაფრად,რაც ბავშვობიდან მომყვება და უბრალოდ მიყუჩებული მაქვს, თბილად და ტკბილად გულის და ტვინის კუნჭულში:)

"ხანდახან ძალიან მენატრება რაღაც შეგრძნებები, სიტუაციები... ხანდახან ძალიან მენატრება ის უდარდელობა და სილაღე..."

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..