ფართოდ გაღიმებული p.s. :)

სიმღერაა ასეთი -

ამ სუფრიდააან იმ სუფრამდე
კოჭის ძაფი გამიბიააა
გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ
ვერაფერი გა მი გი ააა

და მისამღერი რიმ დარი დარი და რამე :D

ხოდა ბოლო ორი ხაზი მინდა ჩავანაცვლო სიტყვებით:
დავწერო თუ არ დავწერო
ვერაფერი გა მი გი აააააააა

რიმ დარი დარი
რიმ პომ პომ
რიმ დარი დარი
როოო
რიმ დარი დარი
რიმ პომ პომ
რომ პომ პომ
პოოოომ :))))))))))))

რა ხდება?! ნწუ! არ გეტყვით! :P რა უნდა გითხრათ, რა, არც არაფერია მოსაყოლი ;) უბრალოდ ძააალიან კარგ ხასიათზე ვაააააააარ

რიმ დარი დარიიი
რიმ პომ პოოოომ
რიმ.....

(და სიმღერის ხმა ნელდება, შორდება და ბოლოს წყდება. ხო ხვდებით, რა, როგორც :D )

p.s. უნდა იცოდეთ, გახსოვდეთ, რომ ცუდ ხასიათზე როცა ხართ, აუცილებლად გაგივლით :) ორშაბათი გეზარება? ესეც კი გგრუზავს?! მიხვალ ორშაბათს სამსახურში და მაქსიმუმ 10 წუთში ისეთ გადასარევ ხასიათზე დაგაყენებეეენ...

მერე, საღამოს მონატრებულ მეგობარს შეხვდები, რომელმაც როგორც იქნა მოიცალა. არ დაგეზარებათ, დაადებთ თავს და უკვე დანიშნულების ადგილას მისულები გადაიფიქრებთ და წახვალთ სულ სხვაგან, სადაც დიდი ხანია გინდათ და ვერ ახერხებდით, ასე, უცებ, სპონტანურად წახვალთ, თან ისე, რომ მანქანასაც გაჩითავთ. თან გზაში ფრიად კმაყოფილები ხალისობთ იმაზე, რომ არა, რა, არ არის თქვენი საშველი და ეს ძალიან კარგია :) აბა, ის არის კარგი, ამ ასაკში ”დამა ქალები” რომ ხდებიან?! :))) ნწუ! :) ძალიან დადებითად დაიმუხტებით ორივე, როგორც ყოველთვის ხდება თქვენი შეხვედრებისას და ისე გაღიმებული დაბრუნდები სახლში :)
მერე სახლშიც არანაკლებ დადებით ემოციებს მიიღებ ტაოში მოგზაურობიდან დაბრუნებული მამის მონაყოლით და ფანტასტიური სურათების კომპში გადატანით და დათვალიერებით. ფოლდერს სახელს არქმევ - ”ბებერი ტაო” :)

მერე? მერე სამშაბათია და რატომღაც პარასკევი გგონია მთელი დღე? რაღაც არეული ხარ. ცოტა გიჟური დღე გაქვს. ბევრი საქმე და ბევრი მოსასაწრები, მაგრამ არა სტრესული, თუმცა რაღაცაზე შეიძლება ცოტა გაწვალდე კიდეც. მაგრამ რომ გამოგივა საბოლოოდ, რა მაგარია! :) და ისეთი შეძახილით შეხვდები ამას, რომ შენი თანამშრომელი (ოთახის გიო) მომენტალურად წამოდგება, უხმოდ მიდის კარადასთან და იღებს თავისივე მოტანილ არყის ბოთლს (!!!) სიტყვებით - это надо отметить! :))) ნუ, ამჯერად უარს ეუბნები (კაცო მართლა ლოთი ხომ არ გგონივართ თქვენ?! კომენტატორებს და მკითველებს მოგმართავთ :))) მიყვარს გემრიელი წითელი ღვინო, კარგი კოქტეილები და ხანდახან, როცა მცივა და უბრალოდ გრადუსი მინდა - კარგი არაყიც, ეს არის და ეს :) ), არ სვამ და სხვა თანამშრომლის მიერ შემოტანილ ლიმონათს (რომელიც ერთი ყუთი გაჩუქათ და ყველა ლიმნის აღმოჩნა! ! ! ვერ ვიტაააან! ! ! თუმცა, რა თქმა უნდა შენი მეილის მერე სასწრაფოდ შემოაქვს და მაგიდაზე გიდგავს მსხლის ბოთლებს :D ) სჯერდები. ხოდა რას ვამბობდიიი?! ხოოო, მერე დღის ბოლოს კიდე რაღაც საინტერესო და დამაინტრიგებელი დეტალები და ბოლოს გააღწევ შენობიდან (ნუ, ლანჩზე აღარაფერს ვამბობ, გემრიელზე და წერემოკში თან :P ) და დროის გასაყვანად მაღაზიაში შებოდიალებული მოულოდნელ შენაძენს აკეთებ, სრულიად დაუგეგმავს და გაუთვალისწინებელს, სამაგიეროდ რა კმაყოფილი რჩები - სახლში უფრო ხვდები რომ გიხდება და მოგწონს! :)

მერე მსუბუქი ვახშამი. მერე - ღამის გასეირნება კუს ტბაზე მეგობრებითურთ, კროსი უფრო სწორად და შემდეგი გაჩერება - სხვა მეგობრებთან სახლში.
ვგიჟდები ჩემს მეგობრებზე და ასეთ ხასიათზე ყოფნაზე და ასეთ მაიმუნობებზე და გულიან სიცილზე!

ხანდახან უბრალოდ ვგიჟდები ცხოვრებაზე! (სულ, არა, რა თქმა უნდა :))))))) ) :D

და ჩემი ბლოგი მიყვარს, კიდე და კიდე ერთი-ორი საყვარელი ადგილი მაქვს ინტერნეტშიიი :P პრინციპში - ამოჩემებული რამდენიმე ბლოგის გარდა - ერთი საყვარელი ადგილი ;)
და მიყვარს თქვენი კომენტარები :) (ნამიოკი გასაგებია?! :)))) )

და ისევ ის ფილმი გამახსენდა (москва слезам не верит), ისევ გოშა... :)

გოშას და ალექსანდრას დიალოგი, იმის შესახებ, თუ რა არის ბედნიერება. არ მახსოვს ზუსტად და მეზარება რუსულად წერა, ამიტომ მოკლედ დავწერ როგორც მახსოვს, ინგლისური ასოებით -
Гоша (он же Гога он же Жора он же Георгий Иваныч): ljublju svoju rabotu, potomu chto kogda ja tuda prixoju, tam nachinaet krutitsa to, chto bez menja ne krutilas. ljublju svoix druzei, potomu chto ne smotrja na to, chto mi znakomi uje 100 let, mi vso eshcho abnarujivaem chto-to novoe v drug-druge (არასწორი ფორმულირებით დავწერე შეიძლება, მაგრამ არსს ხომ ხვდებით და აზრს), ljublju tvoju mamu, potomu chto... potomu chto ljublju! :)
Александра: vixodit chto vi savershenno schastlivi chelovek?!
Гоша: Не совсем. Если б мне сейчас удалось выпить стакан газировки, - пить ужасно хочется, - то я был бы абсолютно счастлив

:) nu kak vam?! :) არაჩვეულებრივი მიდგომაა ცხოვრებისადმი, არა?! :)

ხოდა გაიღიმეთ და იყავით ბედნიერები, იმით რაც გაქვთ (ადამიანს აქვს სამწუხაროდ გასაოცარი უნარი, არასოდეს არ იყოს ბედნიერი და კმაყოფილი იმით, რაც აქვს :D მაგრამ ხანდახან მაინც შეიძლება ეცადო და მოახერხო, ხანდახან კი არა, ასე უნდა იყოს, რა, სულ :)

Comments

tamuna said…
ამ ყველაფერს სულ რაღაც ათიოდე დღის წინ მივხვდი და მას მერე საგრძნობლად ბედნიერი ვარ :)))
jaco said…
მაგ სიმღერას ჯგუფი "ჩვენ" ასრულებს, ბათუმური ჯგუფია. მაგაზე ამბობ იმედია, თუ სხვაც მღერის მაგას?:)))

მომენატრა მაგათი სიმღერები, აბა ინტერნეტში დავსერჩო:P
© said…
მართლა?! :)))) არ ვიცოდი, ძირითადად ისე, ლაივში მაქვს მოსმენილი, შემთვრალი საზოგადოებისგან :))) ძველია ასე მგონია, ხალხურივით.... :))))
ketketa said…
მინდა ეგ უნარი, ელის, მიიიინდა:)
სოეკულიანტებთან არ იშოვება?:)))))))
© said…
მე მაქვს ქეთ, აგერ, დახლის ქვეშიდან მოგცემ ;)
ketketa said…
ჯერ ერთი, რა გადასარევად ამიკრეფია სპეკულიანტები:))))))))))
და მეორეც, ორ ცალს ავიღებ, და თუ შეიძლება ორ ფენა ქაღალდში გადამიხვიე, და არ მითხრა ახლა ს ბუმაგაი ვ სტრანე ნაპრიჟონკაო :)))))))))))
© said…
:)))))))))))))
ვგიჟდები მაგ ფრაზაზე, ქეთ! გეტყვი და მერე ბლოგიდან რომ გახვალ, თვალსაც გამოგაყოლებ კომენტარის ფანჯრიდან და ხელს დაგიქნევ და მერე ჩესტს აგიღებ! :)))) თან სიგარეტი მეჭირება ხელში :)))
ketketa said…
:))))))
მაგარია :)))
ოღონდ მე მარტოკა გავალ:))))
© said…
:)))))))))))))))))

generali ar gekoleba gverdshi?!:)))
Kalo said…
ra dros kochis zapia, ar gadamrio exla :-):-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..