უსათაურო

ამ weekend-ზე მინდოდა დამეწერა, საკმაოდ შთაბეჭდილებებით აღსავსეზე, მაგრამ ორივე დღეს ისე დავბრუნდი სახლში, ისეთი დაღლილი ან... :) ისეთი, რომ ეგრევე ვწვებოდი და ვიძინებდი, ან მერე ვიღვიძებდი და ტელევიზორს ვუსმენდი, ყურების თავი არ მქონდა და მერე ისევ ვაგრძელებდი ძილს.

შაბათი - მეზარება წერა, მთელი დღე გარეთ და სხვადასხვანაირად და საღამოს - ფრიად სასიამოვნოდ მეგობრებთან ერთად... ;) :)

და კვირას - სიღნაღში ვიყავი... მერე ბოდბეში, მერე - ბაკურციხეში, მერე - უკანა გზაზე, ბოგდანოვკაში მწვადები ვჭამეთ ისეთი, ცხოვრებაში რომ არ მიჭამია... ესეც ორიოდ სიტყვით, აღწერისა და შთაბეჭდილებების გაზიარების გარეშე :)

უბრალოდ ძალიან კარგი შაბათ-კვირა იყო, ისეთი, რომ გგონია - დიდი ხანია უკვე გრძელდება და ძალიან, განსაკუთრებით ძალიან რომ გეზარება მეორე დღეს ორშაბათი და ამ ყველაფრის დამთავრება. ზოგი ამბობს ორშაბათს რაღაც ახალს ველოდები და სავსესო, რას ამბობთ, შაბათ-კვირას ისე შეიძლება აივსო დადებითად, რომ მთელი კვირა კი არა მეტიც კი გაგყვეს.

მოკლედ ასე, რა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..