უსახელოუსუნოუსათაუროუფერო

ხანდახან ვერ ვიტან ჩემს ინტუიციას, საოცრად მძაფრს, ოღონდ იშვიათი გამოხატულებით

სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა დამეწერა

ვაბშე ვეღარ ვწერ ბოლო დროს

მივხვდი, რაც მიშლის ხელს, მაგრამ შევჯექი, და გადაგდება მიჭირს

რაღაცნაირად უნდა დავაბალანსო

და კიდე ბევრი რაღაც მინდა ვთქვა. მინდა, რომ ვგრძნობ და ვფიქრობ, ეგრევე ბლოგზე გადმოდიოდეს.

როგორ აგიღწეროთ ახლა დღევანდელი ჩემი განწყობა? გუშინდელი? გუშინწინდელი? როგორ აგიღწეროთ ჩემი გაკვირვება და ჩემი სიცილი, ჩემი მოლოდინი და ჩემი ღიმილი, როგორ აგიღწეროთ დასკვნები, და ის გზა, რითიც ამ დასკვნებამდე მივედით? როგორ გადმოგცეთ ის განწყობა, რაც ამ ბოლო დროს ჩვენთან ხდება? ჩვენთან, სადაც დღის უმეტეს ნაწილს და ამ ეტაპზე ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ და ხანდახან ვგრძნობ რომ შემიყვარდა იქაურობა ძალიან. იმიტომ რომ სიტუაცია განმაწყობს ასე.

და ის როგორ გითხრათ, რომ როცა ძალიან კარგად ვგრძნობ სადღაც თავს და ბოლომდე ვეჩვევი, სწორედ მაშინ ვფიქრობ იქიდან წამოსვლაზე. შიში რომ მაქვს ხანდახან, ეს როგორ აგიხსნათ? და როგორ გითხრათ, რისი და რატომ?

ის როგორ გითხრათ, ერთეულებს რომ ესმით რაღაცეები და ერთეულებთან და ერთეულჯერ ვახერხებ რაღაც ძალიან დიდზე ლაპარაკს?

კიდევ ბევრი რაღაც როგორ გითხრათ?

კიდევ ის, რომ თურმე ბევრ რაღაცას ვერ ვამჩნევდი? нечего не замечала :D

კიიიიდევ? კიდევ - კარგი რომ არის ძალიან და ხანდახან ძალიან მომაბეზრებელი?

ბევრი, ან არც ისე ბევრი ახალი რომ შემოიჭრა ცხოვრებაში ეს როგორ მოგიყვეთ?

და ის, რომ ყველამ თავისებურად გააფრინა? ყველამ რომ მიიღო სტრესი და ინერვიულა საკმარისი, ან მეტიც კი და ახლა როგორც ჩანს მიხვდნენ, დაძაბულობას კარგ ხასიათზე ყოფნა და პრობლემებისთვის ხუმრობით და სიცილით შეხედვა სჯობს?! ხანდახან გაკვირვებული რომ გამოვდივარ და შევდივარ და ... მგონი გააფრინამეთქი ვამბობ :D აღარ ვამბობ, მივხვდი, რატომაც და მეც რა, მეტი არ მინდა :) ჩემი გაღიმება და გაცინება ხომ ძნელი არ არის და...

კიდევ? რომ შეიძლება გამოვიდეს ან არ გამოვიდეს რაღაც? და რომ ძალიან მეწყინება, თუ არ გამოვა და თუ გამოვა, ძალიან კარგი იქნება, ასე მგონია და მათაც ასე ჰგონიათ...

კიდე? ”რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის....
ნუ მწერ, მე ისეც ვიცი რაგვარი ფერებით ყვავის თბ...”

ხო, თბილისში ზამთარს აგვიანდება

კიდე... კიდე ამაზე ცალკე უნდა დავწერო, მაგრამ როგორ და როდის, არ ვიცი. ცალკე იმიტომ, რომ ყველაზე ემოციური ამ ეტაპზე ეს არის, მიუხედავად იმისა რომ...

და მაინც, ყველაფრის მიუხედავად რომ მაინც ასე ვარ - ”და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული...” რა ვქნა? მერე, რა, რომ ცუდად არ ვარ და კარგად ვარ? ემოციები?
ხო, მეზარება ამაზე. სიცილი. ჰაუსი. შუა ქალაქი. სიცილი. საქმე. ბევრი. ირბინე. სართულები. კაბინეტები. ოთახები. კურილკა. გამოდი. შემოდი. სკაიპი. ფორუმი. ...ი... ? ”-” საღამო. სიგარეტი. გარეთ. შიგნით...

კიდე? ცუდ ხასიათზე რომ ვეღარ ვდგები, ეგ დავწერე?! :))))) Ванька-Встанька-სავით რომ გამიხდა ხასიათი. ძალით თუ დააწვენ და ხელს თუ დააჭერ, თორემ როგორც კი აუშვებ, ეგრევე დგება :)))) რა ჯობია ამას, არა?! :D

კიდე, ხო, ეს დიალოგი (სტილი შენარჩუნებულია და შრიფტს არ ვცვლი) უნდა დავბლოგო მეთქი, ერთ მეგობარს ვუთხარი და ვასრულებ სიტყვას, ვინაობის გამხელის გარეშე, თვითონ ნახავს, იმედია ;)
შესავალი: სკაიპში მეწერა - honey! I'm home! ... опять забыла что не замужем
რამაც გამოიწვია ასეთი გამოხმაურება (imena chastichna vimishlenni :D )

t says: :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
c says: :D
t says: seni fani var cisiaaaaaaaaaaaaaaa
c says: xom magaria?! :D
t says: :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
c says: :D
t says: auuuuuuuuuuuuuuuuuu
t says: :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
t says: cudad varrrrrrrrrrrrrrrrrrrr
c says: vicodi rom daamugamebdi :D
t says: da shen eseti gogo marto und aikoo? aaa? mitxari? !!!!
t says: (devil)
c says: :D :D :D
c says: daefsot am kacebs tolebi! :D
t says: oqrosferi+chkviani+iumori (gado tipsha :D:D) + koshka v predannoe
t says: : ))))))))))))))
c says: (rofl) au es unda davblogo, ra! es dialogi! :D
t says: midi cisia midiiiiiiii damblogeeeeeeeeeee, yeah ]:)]:)]:)]:)

რა დასაბლოგი ეს არისო, იფიქრებთ. სხვა მუღამი ჰქონდა, ცხადია იმ წუთას და იმ ადგილას. აქ - დაიკარგება, მაგრამ რადგან ვთქვი - ვასრულებდა თუ დაიჭერთ იმ ”რაღაცას” და დაამუღამებთ, ხო კაი...

აი იმ მეორე დიალოგში (ნუ, ის სხვასთან...) უფრო დაიჭერდით, სადაც თვითონ იმან დაიჭირა ის, რაც ბევრმა დიდი ხნის ახლობელმა ვერ დაიჭირა. ტონკია ზოგი განსაკუთრებით. ზოგი კი - ტონკი + გადმოცემა შეუძლია. მაგრამ ეს არ გვინდა, слишком интимно для блога :)

ხელში რომ ქვიშას ჩაიყრი, მუჭაში და მერე თითებს შორის ჩაუშვებ, ასე გადის დრო, ასე სწრაფად... ამაზე წერა რომ დავიწყოო...

გაიგეთ რამე? ცოტა მაინც გადმოვეცი განწყობა/ები?!

......

Comments

Kate said…
ძალიან მაგარი პოსტია მართლა. და რაც შეეხება გამოხატვას, მეც ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეგ მომენტი...
მიჭირს გუშინდელის, ერთი თვის წინანდელის აქ დაპოსტვა...
არა, დაპოსტვა კი არა, ისე დაპოსტვა, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში ვგრძნობდი.
გუშინ ქუჩაში მივდიოდი და ვფიქრობდი, ნეტავ ვინმე იწერდეს ჩემს ფიქრებს და მერე ბლოგში დავდებდიმეთქი...

ეჰ...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..