и так, дамы и господааа

აუ რამდენს ვწერ თურმე :)))))) ორი სიტყვის დაწერა მინდა ხოლმე და ბოლოს რომ გადავხედავ უზარმაზარი არზა გამომსვლია - ვხედავ

რა მინდა ახლა გითხრათ :)

რა და ის, რომ წინა პერიოდის განწყობა აორთქლდა, გაუჩინარდა, как рукой сняло. უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი გუშინ ასე ერთი ხელის მოსმით გაქრა დაძაბულობა, სტრესი, ნერვიულობა და ცუდი განწყობა და უცებ ენერგიის ისეთი მოზღვავება, დადებითი ენერგიის, ისეთი მუხტი და ხალისი ვიგრძენი, რომ... რა ვიცი, რა :)

არ ვიცი, ნაწილობრივ (და ეს დიდი ნაწილი იყო) იმის დამსახურებაა, რომ რაღაც-რაღაცეები "გადავაგორე", მოვითავე, მორჩა, მოვაგვარე, სტრესული სიტუაციები აღარ იყო, რაღაც საქმეები ჩაეშვა, დაიძრა და ახლა წავა своим чередом.
და რამდენიმე დღის მერე შევამჩნიე, რომ ლამაზი ნაძვის ხე დაუდგამთ სამსახურში (როცა დგამდნენ, მე ვერაფერს ვერ ვხედავდი, ისეთ დღეში ვიყავი), ლამაზად მოურთიათ მისაღები. მერე უკვე თითქოს ყველას სახე უღიმოდა, ყველა კარგ თუ არა თითქმის კარგ ხასიათზე იყო. ჩვენს ოთახში განსაკუთრებით დადებითი მუხტი ტრიალებდა.

არაჩვეულებრივი განწყობა, საახალწლო, სათოვლე და უბრალოდ ძალიან მსუბუქი და მხიარული განწყობა შემექმნა დილიდან და ამაში დიდი წვილი მიუძღოდა Glenn Miller & His Orchestra-ს.
თვით დირექტორიც კი გადავრიეთ და თვით ყველაზე ურჩი დამკვეთების მიმართაც კეთილები ვიყავით მედია გოგონები და ცოტა დაიბნენ მგონი მათი წარმომადგენლები. კეთილები, ცანცარები და მხიარულები.

დირექტორ/ებ/ი კი გვყვებიან ამ ბოლო დროს ამ მაიმუნობაში ცოტ-ცოტა. სიტუაციიდან გამოსავალი - კაიფი და "ღადაობა" :)

დღის ბოლოს ცეკვის ხასიათზე ვიყავი უკვე, თან ხიჟინაში საცეკვაო ზმანზე ვარ მეთქი ვიძახდი და ოთახში ვტრიალებდი არაჩვეულებრივი ჰანგების ფონზე. თან ვმღეროდით (როგორ არ ჰგავდა ეს დღე დეკემბრის წინა დღეებს.... )
თან ვატანდით ამ განწყობას ჩვენთან შემომსვლელებს და სხვა ოთახში შესულებსაც შეგვქონდა თან, გვახვედრებდნენ კიდეც :)

მერე მეგობართან, რომელსაც შევპირდი, მოვალ და იცოდე კარგ ხასიათზე უნდა დამხვდე მეთქი. მე ჩემის მხრივ მივიტანე მუხტი და იმან თავის მხრივ დამახვედრა :)

კიდე - როგორ მიყვარს საჩუქრების გაკეთებაა, უძალიანესად! ! და როგორ მინდა მქონდეს, ბევრი მქონდეს და მქონდეს იმის საშუალება, რომ როგორც მინდა, თუნდაც ცოტა მაინც ვასიამოვნო ხოლმე და გავახარო საყვარელი ადამიანები.

დღესაც ასე დაიწყო დილა, დადებითად. ასევე გაგრძელდა, ასევე საკაიფოდ დამთავრდა... და მერე ისევ გაგრძელდა, უკვე არასამუშაო ვითარებაში და მეგობრით-მეგობრად სიარულში, ხალხში, კონიაკიან ჩაიში, ისევ სიცილში, ისევ ხალხში, მეგობრებში და через მეგობრებში და ა.შ.

და ისევ ჩემი თბილი და მშვიდი ოთახი, ისევ ჩემი კომპი. ისევ ღამეეე, იიისევ თოვაა, ისევ თეეეთრი ფააანტელიიი.... არა, დღეს არ თოვს, ჯერ, ყოველ შემთხვევაში და წელს თოვლი არ აღმინიშნია აქ მგონი. ჰმ... არ მიყვარს after თოვლი, მაგრამ ეს სითეთრე და სიმშვიდე, ეს... გულთან რომ გიღიტინებს სასიამოვნოდ, ეს განწყობა მიყვარს :)

კუს ტბაზე იყო განსაკუთრებით ლამაზი, განსაკუთრებით შესაგრძნობი და თეთრი, განსაკუთრებით განწყობისეული თოვლი. და გზაზე მელიები გაგვეჩითენ :)))))))))) მართლა. უი, როდის იყო ეგ? 1 კვირის წინ? არ მახსოვს, ან რა მნიშვნელობა აქვს :)

კიდევ მოთოვს!

Comments

jaco said…
mmmmm. Christmas! Merry Christmas and Happy new year darling;) I've seen real Christmas here like in movies, happyyyyyy!:)
© said…
Jac! :)

gamexarda sheni gamochena. darcmunebuli var, rom filmuri shoba geqneboda :)

p.s. sad daikarga chemi language bar-i?! :((((

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..