ბოდვა

(შენიშვნა- წუხელ დავწერე, მაგრამ როგორც თითქმის ყოველ ღამეს ამ ბოლო დროს, ისევ გაჭედა ინტმა და ვერ დავპოსტე. დღეს კი დრაფტებიდან აღვადგინე და პოსტად გარდავთქვი, სამქე ვქმენ საჭოჭმანები)


რამდენჯერ და რამდენი რაღაცის დაწერას ვაპირებდი. ვერ მოვაღწიე აქამდე.



ეხლა მარტო იმას დავწერ რომ დავიღალე, ძალიან დავიღალე და გადავიღალე. და ცოტა ხანი კიდევ გაგრძელდება ასე. დეტალებს არ მოვყვები, შანსი არ არის. დღეს შაბათია და ცოტა ხანი მაინც გამოვთიშო ტვინი. ფიზიკურადაც კი დავიღალე და საკუთარი თავის თავიც კი არ მაქვს. ცოტა ხანიც, ცოოტა ხანიც... ლაპარაკიც კი მეზარება დღის ბოლოს და ყველაზე მეტად რაც მინდა ხოლმე, არის სიმშვიდე და თბილი ხალათი, თბილი ოთახი, სავარძელი და ცხელი ჩაი. სახლში დაბრუნება - ეს არის ხოლმე ყველაზე მაგარი რაღაც ამ ბოლო დროს. თუ ჩერეზ ნე მაგუ და ჩერეზ სებjა გავედი მაინც სადმე, იქაც ისეთი ვარ, რომ აზრი არ აქვს ყოფნას. და ისევ სახლში დაბრუნება მისწორდება ყველაზე მეტად

და ლაპარაკიც არ შემიძლია ამაზე. არც წუწუნი. არ მიყვარს უბრალოდ.

უბრალოდ იქნება, იქნება ეს ყველაფერი და მერე მორჩება. ი ვსო. რაღაცით კარგია. ალბათ იმიტომ, რომ შიგნით რაღაცეები არის კარგი და ძალიან მცირე შუალედებში, რომლებიც სულ უფრო იშვიათი ხდება ბოლო დროს და სულ უფრო ხანმოკლე, ხანდახან კი საერთოდაც არ არის, მაინც ვხედავ ამ დეტალებს და რაღაც ძალას მაძლევს.

არა, მე ვარ, მე ისევ ის ვარ და ისევ ისე მინდა და მიყვარს ეს ყველა და ყველაფერი. უბრალოდ ცოტა ხანი უნდა დამაცადოთ. მძიმე პერიოდი მაქვს და ხანდახან ადამიანს მარტო უნდა ყოფნა, უფრო სწორად თავისი თავიც კი არ უნდა, უბრალოდ გამოთიშვა უნდა ხოლმე after გიჟური დღე.

ეხლა ვზივარ და თავი მტკივა. ცოტა დავისვენე დღეს. ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ. ცოტა რაც მინდოდა ის გავაკეთე. ცუდად კი არ ვარ, უბრალოდ სხვანაირად ვარ. რაღაცეებს ვამუღამებ დაჟე. ციყვი ბორბალში რომ ტრიალებს ბევრს, ოღონდ აზრიანად, და ძალიან იღლება, მერე რომ ჩერდება და ისვენებს ხომ უსწორდება?

ი ეტა პრაიდjოტ...

კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა და დამავიწყდა. რაღაცეები მავიწყდება ამ ბოლო დროს...



ახალი წელი მოდის? ჯერ-ჯერობით ამ ჩემ დროშებს... ასე ვარ. ვერ ვასწრებ ამაზე ფიქრს. უცებ მოვა. მოვა, რა, მოვიდა და ეგ არის. ერთი შემოთავაზება იყო და ისიც ჩაიშალა სავარაუდოდ. ანუ განსხვავებული შემოთავაზება. სხვები ვიცი წინასწარ რაც იქნება. თითქმის ვხედავ კიდეც სიტუაციას.

მაცოცხლეთ მანამდე

მერე? მერე დავბრუნდები. იმედი მაქვს რომ დავბრუნდები და ისევ ისეთი ვიქნები. ეხლა ხუმრობის თავიც კი არ მაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე - მე არ ვარ ცოტა ხანი. იდიოტურ ხუმრობებზე კი უბრალოდ ნერვები მეშლება. აი ასეთი პერ-იოდი მაქვს ცხოვ-რე-ბაში

რაღაც იქნება, ასე მგონია. ვერ ვაკონკრეტებ, დაჟე ჩემშიც ვერ ვაკონკრეტებ ამ რაღაცას. სულ ახალი გაჩენილია ეს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც იქნება. რიე ვიცი... შეიძლება არც არაფერი.
ეხლა უბრალოდ მშვიდად ვარ. ასე, ჩემთვის.



დამაძიიინოოოო დამაძინო მე შენიიიი დამაძიიინოოო ჩემი რბილი მოლფიქსიიიი



fუ შენი, საშინელი რეკლამაა, რახიტიანი ბავშვების მშრალი საფენი.



ხო, უნდა დავიძინო.



მაგარი ბოდვა გამოვიდა. შესაბამისად ასეც დავარქმევ.

p.s. ერთი სმაილიკიც კი არ გამომიყენებია პოსტში. ასეთი რამ ჩემს ბლოგს არ ახსოვს...

Comments

Anonymous said…
mec ara vtkvi, kacoooo, sad daikarga metki es gogo! (tom!- pasuxi ar aris.-tom!sad daikarga es sazizgari bichuna:))
ragac agar gadakvetila chveni gzebi didi xania, ara da, saerto megobrebs vkvetav xolme xandaxan, miuxedavad imisa, rom mec xalatis da chais ganckoba makvs ziritadad:)

modi ertad chavicvat xalatebi da davliot chai - ras itkvi?:)))

p.s. chems komentars ra kvia exla, bodvis pasuxi?:)
Kalo said…
pasuxis pasuxi. an gijis pasuxi gijs :-)
tkven xom ar gaaprinet, xalati da pachuchebi ara is.
bevri sakme akvt, hm, qalbatonebi daglilan :-):-) kargit hooo, vici racaa dagla da gadagla da astralshi kopnac vici da codoebi xart axali clis cin xalatebi rom gindat. ar mainteresebs, gaixadet eg xalatebi, vso :-)
me tkven mikvarxart da bevri smilebi shemdeg postshi icode, cisia, gaige? :-)
© said…
რა მაგარი კომენტები დამხვდააააააააა :)


სმაილიკად ვიქეცი :)))))))))))))))

ქეთ, აჰა შენ ბოდვის პასუხის პასუხი: დავაი, ხალათ - party მოვაწყოთ, ოღონდ ნინო მანდამე ისე დავღალოთ, რომ იმასაც მოუნდეს ჩაი, ჩუსტები და ჩხალათი :)))) (ჩ -ები რომ არ დამერღვია იმიტომ დავწერე ხალათი ასე. "სამი ჩ" :)))))))))))))))))))))))
ხოდა ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, ხალათებით თუ უხალათოდ :)) ja tak dumaju! :)))))

ნინელი, მეც/ჩვენც მ/გვ-იყვარხარ და არის ბევრი სმაილები (იხ. წინა პოსტები, სადაც ბევრი სმაილებია :))))) )
არა, მართლა, იქნება, ოღონდ შემდეგის შემდეგის შემდეგ პოსტში ალბათ (თუ, რა თქმა უნდა, გადავრჩი)
Anonymous said…
3 CH :DDDDDDDDDDDDD
gavigudeeeee:DDDDDDD


kalandia, I love you always forever!!!:) da ai am simgeras ginzgniii:DD

http://www.youtube.com/watch?v=kybeq2dWBf8
Kalo said…
ra sayvareli gogo es ketty.
and I will always love you :-)
ai ase :-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..