გაგრძელება (ამჯერად სმაილებიანი) - როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე დეკემბერმა თუ მიმატოვა :)

გუშინ ვფიქრობდი, მეშინია მეთქი. რისი და რაც... არ მახსოვს ზუსტად როდის იყო, ალბათ 3-4 წლის წინ? შეიძლება 2? არ ვიცი, მოკლედ რომ იყო, მახსოვს და იგივე არ დამემართოს, უცებ არ დამერხეს მეთქი. nervni sriv-ს დავარქმევდი ამას. ასეც იყო. ოღონდ ახლა იმას ვფიქრობდი, რომ თუ დამემართა, რაღაც პონტში კარგია ის ფაქტი, რომ მარტო ვარ (ნუ, ხო...). ანუ, ხო, რა, რომ მარტო ვარ და მაქსიმუმ მეგობრის თანდასწრებით დამემართოს ეს.
მაგრამ მერე მაინც ჩავთვალე, რომ საკმარისად გამძლე და ძლიერი ვარ და ბევრი მიზეზით ნაკლებია ახლა და არ დამემართება. მივაღწევ 31 დეკემბრამდე და მერე დიდი სმაილიკი გავიჩითები ისევ, მოხითხითე და მოგორავე :D

დავწერე და წავშალე :) მე არ მეხებოდა, და იმიტომ. და გადავწყვიტე umalchat ab etam. მართლა მინდა რომ გაღიმებული სახეები იყოს გარშემო. მესმის. მაგრა მესმის...

დღეს იყო განსაკუთრებული საგიჟეთი. ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე. უბრალოდ დაგროვდა. ერთ ასევე "მისტრესილ" თანამშრომელს (მისივე ტერმინია "მისტრესილი") შევთავაზე, ვინც გადავრჩებით წლის ბოლომდე, სურათი გადავიღოთ მეთქი ერთად. ძველი თბილისური ბნელი და ცივი ზამთრის პერიოდიდან ტვინში შემორჩენილი ანეგდოტიდან ამოტივტივდა ეს ფრაზა.

დღეს ესე იგი, ზოგმა მითხრა რა ოფიციალური სახე გაქვს მთელი დღეო. ოფიციალური ეს იმას ნიშნავდა, რომ თავი არ ამიწევია მის არც ერთ შემოსვლაზე და არ გამიღიმია (სიცილზე აღარ არის ლაპარაკი). საღამოს 8 საათამდე ვერ მოვახერხე ჩვეულ კურილკურ-სასტავურ შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მეორემ - შეშლილი სახე გაქვო, და გადაწყვიტა კორექტივები შეეტანა გარეგნობაში რომ ცოტა ადამიანს დავმსგავსებოდი. და კიდევ კარგი, რაღაც ინიციატივაც აიღო თავზე. მეგობრები და მათი დახმარება თანადგომა გამხნევება რომ არა....
არა და დილით რა ლამაზი ხარო, ასე დაიწყო დილა... ეტყობა ახალი ნაშაბათკვირალი მაინც ცოტა დასვენებული ვიყავი.

მერე - დამამშვიდებლის ძიება სართულზე. სტუდიაში მოპოვება. გახვრეტილი ჭიქით წვეთების სმა და ამაზე ხარხარი...

მერე...

მოკლედ, დღის ბოლოს განვიტვირთე მეგობრებთან, ცოტა ვახშამი, ცოტა ჭაჭა, ბევრი ხალხი, ჯეოსტარი, რომელსაც არ ვუყურებდი საერთოდ და მხოლოდ მეგობრების დამსახურებით და მათთან ერთად ვუყურე 3-4 გადაცემას, მათ შორის დღევანდელს, რომელმაც ძალიან მასიამოვნა მართლა. კონცერტი იყო ფაქტიურად, შინის და ნიჭიერი მომღერლების კონცერტი.

ხო, გამახსენდა კიდე რა მინდოდა მეთქვა. ხმამაღლა უკვე ვთქვი, 1 საათი რომ ხდებოდა, როცა წამოსვლისას ვიკითხე, მივხვდი, რომ ფაქტიურად ვერაფერი ვერ მოვასწარი. დასვენება - მაინც ვერ მოვასწარი. გამოძინებას - ვერ მოვახერხებ. და საერთოდ, 24 საათი დღე-ღამეში არ მყოფნის :( ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. აბა როგორია, 8 საათზე რომ გამოხვალ სამსახურიდან, სახლში აუსვლელად წახვალ სადმე, იქ კაი კი არის, მაგრამ დასვენებით მაინც ვერ დაისვენებ და ვერ მოდუნდები. სახლში მოსული ამას უკვე ვეღარ ასწრებ, წვები და იძინებ, თუ დაგეძინა და თან იმის შიშით, რომ ისევ დირექტორები და ონლაინ პროგრამა დაგესიზმრება, დაგეგმარება და ა.შ. დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ის კაცი არ მოვა სიზმრად სტუმრად, რომელმაც დილიდან და მერე საღამოს გამომწურა მთელი ენერგია და ნერვები არფაზე გააბა და ისე უკრავდა :)))))

არა, უნდა დავისვენო. ესე იგი დღეს მშვიდად უნდა დავიძინო და კარგი სიზმარი დავისიზმრო. ვსო, ასე გადავწყვიტე მე! ! ! :)

პ.ს. ხალათი მაცვიაააააა და ჩემს ოთახში მაგრა თბილა და სიმშვიდეა :) უბრალოდ ცოოოტა მეტი დრო მინდა, ცოტა უფრო მეტი და ბევრი თავისუფალი დრო :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..