ლექსი - მეწყერი by c.

შესავალი:
პოეზიაში ოდნავ მაინც ჩახედულები სათაურიდანვე მიხვდებით, ვისი და რომელი ლექსია. იმედია მეპატიება, ეს პატარა ანცობა. არ დავმჯდარვარ, არ მიფიქრია და ისე არ დამიწერ-გადამიკეთებია. ზუსტად ლექსი-მეწყერი გამოვიდა ესეც. ლექსპრომტი (როგორც საერთოდ, თითქმის ყველაფერი, რასაც ვწერ). დავაკონკრეტებ: ხელებს ვიბანდი, უცებ წამოვიდა, წამოვიდა, შეუჩერებლად, თითქოს უკვე დაწერილი მქონდა და ზეპირად ვიცოდი, ისე "ითქვა" გონებაში. ხოდა შემოვედი და მომენტალურად გადმოვიტანე აქ, შელამაზებისა და გადაკეთების გარეშე.
საერთოდ, ოდითგანვე მქონდა ფარული ვნება ლექსების გადაკეთებისა. ხოდა აი კიდევ ერთხელ იჩინა თავი. სერიოზულად ნუ მიუდგებით და კრიტიკოსის თვალით ნუ დაუწყებთ კითხვას, თუ შეიძლება :))


მე არ ვწერ პოსტებს, პოსტი თვითონ მწერს
ჩემი სიცოცხლე ამ ბლოგს თან ახლავს
პოსტს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს

მე დავიბადე აგვისტოს თვეში
გაშლილ ინტერნეტ საიტებიდან
მაწვიმს პოსტები, და წვიმის თქეში
სიტყვებად მოდის კლავიშებიდან

და ასე ვიცი, მე რომ მოვკვდები
ამ პოსტს რომ დავწერ, ესეც დარჩება
ერთ ბლოგერს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად

იტყვიან ასე, იყო ამაყი,
ჰქონდა ბლოგი და ფარული ნიჭი
პოსტები იყო მისი საგზალი
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული .ge და ქართული მიწა
ბედნიერებას მას უმალავდნენ
ბედნიერება მან blogspot-ს მისცა

მე არ ვწერ პოსტებს, პოსტი თვითონ მწერს
ჩემი სიცოცხლე ამ ბლოგს თან ახლავს
პოსტს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს

c.

p.s. ვისაც ორიგინალი გაინტერესებთ: ლექსი თავდაპირველი სახით ეკუთვნის ტიციან ტაბიძეს და ჰქვია "ლექსი-მეწყერი". სავარაუდოდ lib.ge-ზე იქნება, თუ წიგნში ძებნა დაგეზარებათ.

Comments

Kate said…
ჰაჰაა, კარგი იყო.
Lasharela said…
დოიჩლენდ :) ძლივს მივხვდი რომელი ლინკისთვის უნდა დამეჭირა ხელი :)

კარგი სულაც არ იყო....




ძააააალიან კარგი იყო :)
© said…
:) :) რა მაგარია :) danke! :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..