შეკითხვა

თქვენი ცხოვრების ერთი დღის შეცვლა რომ შეგეძლოთ, დაბრუნება და ახლანდელი აზროვნებით და სურვილებით იმ დღის შეცვლა, თქვენი ქმედების, თქვენი ქცევის შეცვლა, რომელიც მერე სხვა მოვლენებს, სხვა ცვლილებებს განაპირობებდა თქვენს ცხოვრებაში, რას იზამდით? უფრო ზუსტად: გაქვთ ერთი, მხოლოდ ერთი ასეთი დღე, რომლის დაბრუნებას და იქ რამის შეცვლას ისურვებდით? აი, ასე, უცებ, ბევრი ფიქრის გარეშე გახსენდებათ ასეთი დღე და გინდათ ასეთი შანსი?!

არ ვლაპარაკობ ზოგადად და არ ვგულისხმობ: ცხოვრებაში რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, ან ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რამეს თუ შეცვლიდით? ეს სისულელეა და ვერ დავიჯერებ, რომ მოიძებნება ვინმე, ვინც საერთოდ არაფრის შეცვლას არ მოისურვებდა, თუნდაც პატარა დეტალის მაინც. გლობალურზე არ არის ლაპარაკი.

მოკლედ, გაიგეთ, ალბათ, რაც ვიკითხე. ერთი დღე, ერთი კონკრეტული დღე. თქვენ იმ დღეს. მოვლენები იმ დღეს (თქვენზე დამოკიდებული). თქვენი ქცევა იმ დღეს....

თამამად დააკომენტეთ :) თუ სახელით არ გინდათ, უსახელოდ :)


p.s. "მეგობრობის დღიურ"ში დასმულ კითხვასავით ჟღერს, იდიოტურად, მაგრამ დავიკიდე. დამეზარა ნორმალური ფორმულირება და ა.შ. 4 საათია ღამის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და საერთოდ, აზრი თუ ჩამოვაყალიბე, ამაზეც მადლობელი ვარ.

Comments

babisa said…
shevcvlidi , magram ara imitom, rom vnanob, ubralod ase tu ara sxvanairad rogor iqneboda, chemi aseti qmedebis gareshe , is mainteresebs :)))
an axla ar maxsendeba, rac momindeboda shemecvala, an ra gamiketebia , iseti, risi ar gaketebac aseti mnishvnelovani iqneboda chemtvis..
Joseph said…
ეგეთი დღე მახსენდება, მაგრამ სიმართლე გითხრა არაფერსაც არ შევცვლიდი.
არავის არასდროს არაფერი დაუძალებია. ასე რომ როცა იმ დღეს რაღაცეებს ვაკეთებდი, მაშინ ვფიქრობდი რომ ეს სწორი იყო.
Kate said…
კი. 21 მაისს 2009 წლისას.
სრულიად სხვანაირად მოვიქცეოდი.
ჭკუას უფრო მეტად მოვუხმობდი.
ანკესზე არ წამოვეგებოდი.
და ა. შ.
Anonymous said…
2005 წლის 6 აპრილს. ეს პირველი თარიღია რაც უეცრად გამახსენდა; სხვა არ მახსენდება უბრალოდ. თუმცა, საქმე იცი რაშია, რამდენადაც არ უნდა გეგონოს, რომ რამის შეცვლა შეიძლებოდა და მართლაც უეცრად იმ დღეს, რომ აღმოჩნდე მაინც ისე მოიქცევი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ დღეს სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეგეძლო! თუ გაიხსენებ იმ დღეს რას გრძნობდი, თუ ზუსტად გაიხსენებ, გაიხსენებ წვრილმან დეტალებს, ფაქტებს, რომლებიც მალე გვავიწყდება, თუმცა ყველაფერს სწორედ ისინი განაპირობებენ, მიხვდები, რომ იმავე დღეს რომ აღმოჩნდე, ოღონდ ზუსტად იმავე გრძნობებით რასაც მაშინ გრძნობდი, ვერაფერს ვერ შეცვლიდი. ალბათ სწორედ ამიტომაც არის ისე მოწყობილი რომ ვერ ბრუნდები, უბრალოდ აზრი არა აქვს :)
© said…
სწორედ მაგაშია საქმე, ამას ვამბობ, რომ აი ახლანდელი შეგრძნებით და აზროვნებით, ახლანდელი გადმოსახედიდან როგორც ხედავ, ისე რომ დაბრუნდე იმ დღე-ში.
და თან თუ ზუსტად გახსოვს ყველა შეგრძნება და ემოცია, ყველა დეტალი, და ზუსტად იცი, რა გააკეთე არასწორად, не то?
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაც გააკეთე, ყველაფერი სწორია. სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხვდები, რა გააკეთე არასწორად და იმიტომაც გინდა დააბრუნო და შეცვალო. სინანულიც კი არ არის ეს, უბრალოდ გააზრებაა და დაშვება, ალბათობა...

ამასობაში კიდევ ერთი შეკითხვა დამებადა, ამ დისკუსიებში :)
Anonymous said…
ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორია :) ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს; ყველაფერში უდიდესი ლოგიკა, აზრი და მიზანი დევს, უბრალოდ ზოგჯერ ამის დანახვა და შეგრძნება ძალიან ძნელია :)
© said…
ზოგჯერ კი ძალიან ადვილი :))

და ზოგჯერ უბრალოდ იმისთვის, რომ კომფორტი არ დავირღვიოთ და არ გაგვახსენდეს, რომ შეიძლება ოდესღაც გადადგმულ ნაბიჯს არ გადადგმის შემთხვევაში შეიძლება სულ სხვა და იქნებ ბევრად უკეთესი რაღაც მოეტანა,ვამბობთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. უმარტივესი გამოსავალია (/თავშესაფარია) ეს :)

თორემ ეს უკვე ცოტა არ იყოს გაცვეთილი გამოთქმა მეც დიდი ხანია ვიცი: "все, что ни происходит, всегда так, как нужно, и только к лучшему". (ავტორით თუ დაინტერესდებით, არ ცოდნის შემთხვევაში, აუცილებლად ნახავთ სადმე ინტერნეტში, არ არსებობს, არ იდოს, ისეთი კაცის და ისეთი ნაწარმოებიდან არის... ;) )

ხოდა, მოკლედ, ძალიან გლობალური მსჯელობა წავიდა აქ. შეკითხვა არ გულისხმობდა მაინცდამაინც, ნანობთ თუ არა და დღევანდელი დღით უკმაყოფილო ხართ, თუ ბედნიერიო. ძალიან კონკრეტული და მარტივია ყველაფერი :) შეიძლება ბედნიერი ვარ დღეს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ერთი კონკრეტული დღის შეცვლა რომ შემეძლოს, არ შევცვლიდი. აი ეს იყო სულ. :)

პ.ს.ისე, რა მაგარი იქნებოდა, მართლა ყველაფერს ისე რომ ვაკეთებდეთ, როგორც სწორია და საჭიროა. პრინციპში,ვერც ვერასოდეს გავიგებთ, სინამდვილეში რა არის/იყოს სწორი. ეს ყველაფერი ჩვენი დაშვებაა უბრალოდ და ძალიან სუბიექტური

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..