თოვლი მოსულა, ... თოვლი!

რამდენი ხანია ეს ლექსი მიტრიალებს თავში. იმიტომ რომ თოვლის სუნი ტრიალებს ჰაერში დიდი ხანია, ველოდები და არა და არ მოთოვა... დღევანდლამდე :)

არ მითხრათ, რომ ცუდი ამინდია! გადასარევი ამინდია, მით უმეტეს, როცა დასვენების დღეა, თან დღესასწაული, თან არსად გეჩქარება (თუნდაც საქმეზე იყო წასასვლელი, მაინც) და თან ბოდიალიც შეგიძლია.

მთავარია კომფორტულად გეცვას და მერე ასევე კომფორტულ სახლში შედიოდე გარედან, თბილ სახლში. დღეს ყველაფერმა ერთად იზრუნა და შექმნა ეს განწყობა.

და ნუ ბოლოს, ეს ლექსი, რომელიც ამდენი ხანია ელოდება თოვლს. უფრო სწორად ნაწყვეტი, რომელიც მიტრიალებდა თავში (თოვლი ოთარ ჭილაძესთან ასოცირდება... სხვა რამდენიმეც მახსენდება. მისივე. მაგრამ ეს - განსაკუთრებით. თან ყველას ხომ არ დავწერ.

მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს
ცისკან გარბოდა თვალი თავისით
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს
თუმცა რას მკითხავს თოვლი, არ ვიცი...

Comments

როგორც იქნნა მოვიდა თოვლი. :) დღეს გავიაე გარეთ ზუსტად მაგის გამო. კარგია სუფთა ჰაერი და თოვლი.
© said…
ხო, გაასწორა
kalo said…
mixaria tovli, patara bavshvivit (balgivit) :-):-) haarc. tumca gushin am tovlma taxs-shi ipolitivit mabzriala da saxlamde zlivs mimagcevina, magram mainc momcons es tovli, ra vkna axla :-)
© said…
ორივე ჯერზე ისეთი ბედნიერი ვიყავი და თან ეტყობა ისე მეტყობოდა ეს სახეზე, რომ ხალხი აშკარად მიყურებდა ქუჩაში ოდნავ გაოცებულები, მეღიმებოდა ძალაუნებურად :)
პატარა ბავშვივით და შენი ტინგიცა ძაღლივით ვიყავი :))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..