სოლო

all inclusive
ანუ
ყველას, ვინც ოდესმე...


ხელზე შემეხე „შემთხვევით“ ხელით
თუ გაგიშტერდა ჩემ მკერდზე მზერა
მე არც გელოდი, არც ახლა გელი
რისიც მჯეროდა, იმისვე მჯერა

ხელში აგყავდი ცეკვის დროს უცებ
ხანაც ხუმრობით წყალში მაგდებდი
ხან გარიდებდი კოცნის დროს ტუჩებს
ბერძენ ქალღმერთის სახელს მარქმევდი

თითქმის გიყვარდი, თავს გარიდებდი
შენ გხიბლავდი თუ მიყვარდი თვითონ
ხან არ გიცნობდი, ხან ვერ გიტანდი
ხან შენ ფიქრობდი - გამოვა ვითომ?!

ხან გპოულობდი, ხან შენ მეძებდი
ვიკვეთებოდით ხანაც გზადაგზა
ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ იყავი
და სახელები გერქვა სხვადასხვა

არ იცვლებოდა ფონი გარშემო
და იცვლებოდნენ რითმები მხოლოდ
ვიმახსოვრებდი სახე(ლ)ებს, ხელებს
და ჩემ პარტიას ვმღეროდი სოლოდ

Comments

© said…
:)

ლაშა, შენი კომენტარის დატოვების დრო - 6:40 :))))))
© said…
მადლობა, დომეე! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..