W = We Were the First!!!

ეს დაუწერელი კანონია. მერე მარკეტინგში უკვე მაგალითებით გაფორმებული და ნაწილობრივ დაწერილ კანონად ქცეული. ეს დაახლოებით მგლური კანონს ეფუძნება: შეჭამე, თორემ შეგჭამენ -ს. ეს უხეშად ნათქვამი. უფრო მარტივად და დღევანდელობასთან მორგებულად კი:


როდესაც რაღაცას გაიფიქრებ - თქვი! მაშინვე, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იყვირე! თან დააყოლე, რომ ეს - შენ მოგივიდა თავში პირველს, შენი აზრია, შენი! თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც პასუხი გაქვს შეკითხვაზე - თქვი! რაც არ უნდა დაურწმუნებელი იყო. მერე როგორც წესი, სხვა აჟღერებს იგივე პასუხს და აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილხარ. თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც რაღაც იცი, აუცილებლად თქვი, რომ იცი, შეგიძლია, კარგად შეგიძლია, რა თქმა უნდა შეძლებ, რა თქმა უნდა გამოგივა! ცოტა ეჭვიც რომ გეპარებოდეს, მაინც ჯობია ასე თქვა. გონება თუ გაქვს და ინტელექტი, რაც იცი, იმას გააკეთებ და დახვეწ ბოლოს და ბოლოს.

როცა არ იცი მაშინაც თქვი, რომ იცი, აზრზე რომ არ ხარ, მაშინაც კომპეტენტური და ჭკვიანური სახით მშვიდად თქვი, რომ კი, კაცო, ექსპერტი ხარ ამ დარგში, შეგიძლია, უფ, რა უნდა ამას. თუ გჭირდება, უნდა ხელი აიღო ნამუსზე და თქვა - ვიცი, შემიძლია. (ამ პუნქტში გადავაჭარბე ცოტა. აი ეს მე არ მევასება!!!! თავდაჯერებული კი, უნდა იყო ოღონდ არა უგუნურებამდე მისული და არა უსაფუძვლოდ. რის აზრზეც არ ხარ, არ უნდა იძახო იმაზე, რომ იცი და შეძლებ ამბიციების და თუნდაც მატერიალური მხარის გულისთვის. ელემენტარულად იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მივა - ვერ შეძლებ. აი იმ რუსული ფილმის გმირივით მოგივა, "შურიკა"-ს რომ გაურბის და ბოლოს იმასვე გადაეყრება, მშენებლობაზე. ფილმი - Напарник. გმირი - Верзила. და ყველა შესასრულებელ სამუშაოზე ნაბიჯი წინ და ფრაზა - Я! Я! Я!)


როდესაც რაღაცას ვერ გაიგებ - იკითხე. რამდენად სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოს შეკითხვა. ეს შენ მოგეჩვნება სულელურად, სინამდვილეში არსში გარკვევაში დაგეხმარება. ჯობს არც თუ ისე ჭკვიანური შეკითხვა დასვა და გაიგო პასუხი, ვიდრე ჭკვიანური სახით იჯდე და ვერაფერი გაიგო!


როდესაც რაღაცას ამბობ, თქვი ხმამაღლა, ბოლო ხმაზე! იყვირე! თან დაამატე, რომ შენ, შენ ამბობ ამას, შენი ნათქვამია! რომ პირველად - შენ თქვი! ბრძნული, უბრალო თუ სახუმარო, სულ ერთია. ხმამაღლა თქვი, თორემ მხოლოდ შენს გვერდით მდგომი (მჯდომი, მყოფი) გაიგებს მხოლოდ და მერე დიდი შანსია, თვითონ თქვას უკვე შენზე ბევრად ხმამაღლა, თუნდაც ოდნავი ვარიაციით და ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მაინც შენი ნათქვამი.იტყვის და მერე უკვე "მის ხუმრობაზე" იცინებს ყველა, მის ხუმრობას აიტაცებენ, მისი ნათქვამი მოედება სხვებს. იმისი, ვინც "შეზე პირველი იტყვის" (ხმამაღლა). თქვი ხმამაღლა, თორემ ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც რაღაცის დაწერა გინდა, დაწერე მალე, ნუ გადადებ, თორემ მერე სხვა დაწერს!


როდესაც რაღაცას დაწერ, გაახმოვანე! იყვირე! ხმამაღლა თქვი, რომ შენ ეს დაწერე! რომ ეს შენ დაწერე! რომ შენ, შენ დაწერე პირველმა! შენია! იყვირე, აჩვენე, სახეზე ააფარე ყველას, პროკლამაციების სახით გადმოაყარე ქალაქს! თქვი ხმამაღლა, შეატყობინე, თორემ მერე სხვაც დაწერს და იმის ნაწერს აიტაცებენ, ის მოედება ყველას ელვის სისწრაფით და შენი, უკვე დიიიდი ხნის წინ იგივე თემაზე დაწერილი, (არ აქვს მნიშვნელობა, უკეთესი თუ უარესი), არავის ეცოდინება! თქვი, თორემ დაგასწრებენ!


ყველამ იცის ვინ აღმოაჩინა ამერიკა. ცხადია. არც ღირს ამ რიტორიკული შეკითხვის დასმა. პასუხი, ან პასუხების 99% იქნება კოლუმბი! და რამდენს სმენია ვიკინგების შესახებ იმავე კონტექსტში? იმ ტომის წარმომადგენლების, რომლებმაც კოლუმბზე ადრე დადგეს ფეხი ამ მიწაზე? შეიძლება ბევრს, მაგრამ პასუხი მაინც კოლუმბია. კოლუმბს ხმის უფრო მაღალი ტემბრი ჰქონდა ვიდრე თუნდაც Bjarne Herjolfsson-ს, წითურ ერიკს ან მის ვაჟს - Leiff Eriksson-ს...


პ.ს. ალბათ გაჩნდება კითხვები, რამ აგაღელვა, რა მოხდაო? მოდი, აქვე გავცემ პასუხს. როგორც იქნა რაღაცის დაწერა მომინდა, როგორც ყოველთვის მშვიდად და ღიმილით ვზივარ ამ დროს კომპთან, თუ ოდნავ მაინც აღელვებული - მხოლოდ იმით, რომ ვწერ და მიხარია (მიხარია, რომ fb-ს თუნდაც ყველაზე გრძელ სტატუსზე უფრო გრძელი პოსტი დავწერე როგორც იქნა, ამდენი ხნის მანძილზე. მე, ჩემი ტილო-პოსტებია ავტორმა. სადამდე მიმიყვანა fb-მ...)
არაფერი მომხდარა. უბრალოდ აზრები შევაგროვე თავში გაფანტული დროის მანძილზე და გადმომაქვს. შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები იყოს ეს "რჩევები", შეიძლება - მიუღებელი. შეიძლება ისედაც ცხადზე ვწერე, უბრალოდ ჩემი გაფორმებით და მიდგომით.


მოკლედ: შეიძლება ზედმეტად მშვიდი ხარ, შეიძლება გკიდია მასა, გვერდით მყოფების აზრიც საკმარისია შენთვის, შეიძლება გგონია ამ "ყვირილისთვის" ისტერიულობაა საჭირო, რაც შენში არ არის, შეიძლება ფიქრობ - რქები გჭირდება და ხის/რკინის შუბლი? დაიკიდე :) ან ყველა ეს "რჩევა" დაიკიდე და განაგრძე, ისე როგორც გისწორდება... :)



p.p.s. de
W - wie Wikinger oder - Wir waren die Ersten!

Comments

Lasharela said…
ძალიან ხმამაღლაა დაწერილი :D

მომეწონა...საერთოდ უნდა იყვირო, ბოლო ხმაზე იყვირო და არა იმიტომ რომ 99% ახსოვდე კოლუმბივით და მხოლოდ სამაგალითო 1% იცოდეს რომ ვიკინები იყვნენ პირველნი...არაა, იმიტომ უნდა იყვირო რომ იგრძნო რომ არსებობ...
© said…
"ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ" - უთქვამს დიდ რენეს :)

მაგრამ ხმაურიც საჭიროა, კი :)
babisa said…
შეიძლება გკიდია მასა, გვერდით მყოფების აზრიც საკმარისია შენთვის- amitom ar vxmaurob :)
gamonaklisebi yoveltvisaa, mara ziritadad ara
ase ufro kargad var :)
clown said…
როგორ მესიამოვნა ეს პოსტი ^_^
kalo said…
ცისია, ვინ გაგაბრაზა, ვიინ? ერთი დამანახე. ადექი და ისე დაუყვირე, დააყრუე :-):-) და მერე ბებიაჩემთან წავიყვანოთ სამკურნალოდ :-):-):-)
ისე კი, შენი სათქმელი ყოველთვის უნდა თქვა და უნდა თქვა გასაგებად, მართალი ხარ. მეც ბევრჯერ გამიხმოვანებია რაღაც იდეა და მერე, ჩემგან მოპარული სხვას გაუხმოვანებია უფრო ხმამაღლა და უფრო ამბიციურად, ჩემივე თანდასწრებით. მე კი გაოცებულს ხმა ვერ ამომიღია. მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ასეთ დროს არ უნდა გაჩუმდე. არაა საჭირო ყოველთვის ლოყის მიშვერა. ვისაც ნამუსზე ვერ შეაგდებ, იმასთან არ ღირს. ძაან ელემენტარულია, ნამუსი როცა არ აქვს ადამიანს როგორ, ან რაზე უნდა შეაგდო.
© said…
ხო, რა, ნინო, უნდა აპატენტო იდეები, იცოდე! ;) :)

და გეთანხმები, ხშირად უბრალოდ არ აქვს აზრი ნამუსზე აგდებას. ვისაც ისედაც არ ესმის, მერეც ვერ გაიგებს. ოღონდ ლოყის მიშვერაც მუდმივად არ არის სწორი, ესეც მართალია. როცა მართლა ლოყის მიშვერაზე მიდის საქმე

ბაბისა, კი, როგორც კარგად ხარ, ისე უნდა იყო. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, შორ მანძილზეც რომ დაგინახავენ და გაგიგებენ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, იცოდე
© said…
ერთი პუნქტი გამომრჩა, ცოდნაზე. რომ არ იცი და მაინც რომ უნდა იძახო - ვიცი :) :) და ჩავამატე
Kiwi said…
როდესაც რაღაცას ვერ გაიგებ - იკითხე. რამდენად სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოს შეკითხვა. << მართალია, გეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში, საინტერესო და სასიამოვნო პოსტი იყო, რაც მთავარია რეალობა, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ "სიჩუმის" გამო რჩება დაუფასებელი...
ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი ვისაც არ სიამოვნებს როცა მას აფასებენ (არის კი ნეტავ საერთოდ?)
იყვირეთ, იყვირეთ ხალხნოოო :>
© said…
:) :) ახალ მოძრაობას ავაგორებ მგონი, ყვირილის :)))
Kiwi said…
და რამე საინტერესო სახელი დასჭირდება მაგას უთუოდ :>:-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..