egal




რაც გინდათ, ის თქვით და იფიქრეთ, მაგრამ არანორმალური გაფანატება დამემართა ამ სერიალზე (პრინციპში, ნორმალური გაფანატება არც არსებობს.)! და ბოლო სეზონის ბოლო სერიაც დამთავრდა... რა ვქნა, ახლა, თავიდან ვუყურო?!

ძალიან მინდოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდოდა, დამეწერა რამე ამაზე (ფილმზე არა, სერიალზე), სხვა თვალით დანახულ ამ სერიალზე. იმაზე, რომ წერის სურვილი მიჩნდებოდა ამ პერიოდში და ბევრ პოსტს "პროვოცირებაც" გაუკეთა, ან შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი ნაწერისთვის. მინდოდა არაბანალურად დამეწერა და მეთქვა, რომ თურმე უფრო მეტის დანახვა შეიძლებოდა, ვიდრე ჩანდა (აუ ეს რა ღრმა სერიალია მეთქი, არ ვამბობ, ცხადია).

რამდენიმე წლის წინ, ალბათ, სხვანაირად შევხედავდი. ახლა სხვა პარალელებს ვავლებ. უბრალოდ, ის, რაც ისედაც ვიცით, ის, რაც ალბათ ყველას ცხოვრებაში ხდება, ხდებოდა, მოხდება,ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ოდენობით არის აქ თავმოყრილი. ცხადია, შეფუთულ-გალამაზებული, მაგრამ არსი იგივეა; იმიტომ, რომ მეგობრობა, სამსახური, კარიერა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები ყველგან არის და ყველა ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ასე რომ, რაც არ უნდა მკვეთრი განსხვავება იყოს ჩვენ და მათ სამყაროს შორის, ძირითადი მოვლენები, საკითხები და პრობლემები ყველგან ერთი რჩება.

არ ვთვლი, რომ ახლა რამე დავწერე. უბრალოდ დავწერე ის, რომ მინდოდა, რამე დამეწერა და არ გამომივიდა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..