ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი. უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე. დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი. გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კ...
Comments
მე შევიპარები
მე შევალ! და ახალ
ცხოვრებას დავიწყებ
ასე ლამაზად აღწერილი სექსუალური აქტი და კვერცხუჯრედის განაყოფიერება ჯერ არ მინახავს. ოჰ, რა პოეტურია :))
პორნოპოეზიაში ხომ არ მეცადა ბედი?!
იმ მეორეს რაც შეეხება, მობილურით ვიყავი შემოსული, 3 დღე არ მქონდა доступ კომპთან, ამიტომაც არის ლათინური შრიფტით.
გადაქართულებ და მერე შეაფასე, რამდენად ქაჩავს :))))))