ო, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი თ/ი/ბი/ლი/სი

მიტინგებობანა მოდაში აღარ არის, 10 hyundai-ც უკვე გათამაშდა, iPod-ებიც და iPad-ებიც... არა და გაზაფხულია, მარტი, მზე და ხალხს გასართობი სჭირდება. ხოდა იზრუნეს მავანთ ერზე და ქალაქი მორიგმა ისტერიამ მოიცვა. ამჯერად ყველა დიდი W-ს საძებნელად დაირაზმა :)



იმედია, ყველას გახსოვთ ეს ფილმი და არ გაგიჩნდებათ შეკითხვები: რა შუაშია თბილისი და ეს პალმები ან "რა უნდა აქ დუბლი ვეს?!".

მე კი, აი, ამ ტიპს ვუგულშემატკივრებ, ანუ მის ქართველ ანალოგს, არ არსებობს, ამდენ ხალხში ვინმე მსგავსი არ იყოს. ამ ტიპს, მის საცოლეს და დედას. მარტო ეს ცეკვა რად ღირს!


აბა, წარმატებები, განძის მაძიებელნო! :)

Comments

Lasharela said…
როგორ მიყვარს შენი ბლოგი. ერთ დროს ჩემიც ასეთი მაგარი ბლოგი იყო. პატარა და მყუდრო და წყნარი.

რაღაც, მისთვის...უბრალო :) ეჰ...

:*

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..