წერილი #7

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ზაფხულის ბოლო დღეა. არასოდეს მეთმობა ზაფხული. დილას და საღამოს გრილა. ერთი, ან იქნებ ერთად ერთი პლუსი ამისი, არის ის რომ... დაიცა, ჯერ გეტყვი, როგორ მივედი ამ აზრამდე: მუშაობას რომ მოვრჩი, ცოტა ეზოში გავლის მიზნით ნაგავი წავიღე გადასაყრელად და უცებ მივხვდი, ისეთი ამინდია უკვე, რომ თავისუფლად და სიამოვნებით შემიძლია ისევ ველოთი სეირნობა ეზოში. რაც ძალიან დაცხა, აღარ მივლია. ახლა კი ზუუსტად ის ამინდია, როცა მააგრამ გამისწორდება :) უცებ რომ მივხვდი ამას, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა. მაგრამ სახლში ნაპოლეონი მელოდა და სკამზე ფეხების აწყობა :)) ასე რომ, ხვალისთვის გადავდე სპორტული სიამოვნება, ნაგავი გადავყარე და კულინარიული სიამოვნებისთვის ამოვბრუნდი უკან. გზაში ყველა სახის ბორბლებზე მოსიაარულე ხალხი შემხვდა, თითქოს განგებ. ზოგი სკუტერით იყო, ზოგი მოტოთი, ზოგი სკეიტით. მაგრამ არა, ვერ შემაცდინეს. შტოშის ნაპოლეონი მაცივარში იდო და ჩემ გემოს რეცეპტორებს ელოდა. დავიმსახურე დღეს დასვენება. ძალიან მეძინება. გადავეჩვიე გვიან დაძინებას. თან სულ ადრ...