ორშაბათის დილა

დიახ, ფილმია ასეთი, ოთარ იოსელიანის. რამდენიმე წლის წინ ვნახე კინოფესტივალის გახსნაზე, თუ დახურვაზე... და საერთოდ, რა აქტიურად დავდიოდი იქ მაშინ და რა კარგი იყო...

ხო, მოკლედ, რამდენადაც მახსოვს, კარგი ფილმი იყო, სხვანაირად ალბათ არც შეიძლება... :)

და ეხლაც ორშაბათი დილაა :(
და სულ არ არის ეს კარგი, მით უმეტეს, როცა უკან მოიტოვე საკმაოდ კარგი და გრძელი უიკენდი. ფაქტიურად პატარა ”შვებულებუკა” იყო :)
და იცი რომ ასეთი სამდღიანი დასვენება კიდევ დიდი ხანი არ იქნება და წინ კი მთელი სამუშაო კვირაა....

მინდა, მინდა ჩემი საკუთარი საქმე, რომელსაც მშვიდად და როცა და როგორც მინდა ისე გავაკეთებ და ჩემს თავზე ვიქნები მხოლოდ დამოკიდებული, იქნება საინტერესო და რა თქმა უნდა შემოსავლიანი. მოკლედ, ძალიან მაგარია ”ჩემი თავი ჩემადვე მეყუდნეს” ამბავი, რა... ხო გესმით, რაც არ უნდა მოგწონდეთ სამსახური და რაც არ უნდა კმაყოფილი იყოთ გარემოთი, საქმით, იმით რომ თვითრეალიზაციას ახდენთ და რომ საჭირო ხართ, მაინც სხვაა შენი, საკუთარი...
ნუ, მე ასე ვთვლი და დიიიდი იმედი მაქვს რომ ეს ოცნებად არ დარჩება და ოდესმე...

რა ამის პასუხია და რა კარგია დილით, ზამთრის ასეთ დილას ფეხით სიარული, რომ არ ყინავს და სუფთა და ცივი სასიამოვნო ჰაერია, მზეც ამოდის და შენ მოსეირნობ ფეხით, უფრო სწორად ჩქარა მოდიხარ, მოიჩქარი სამსახურისკე, 20 წუთი სწრაფი სიარული და ერთხელ ფეხის გადაბრინება გზაში და მიზანი მიღწეულია :D

ფოტოაპარატი მინდა....


ხო, ”კსტაწი”, ახალ რაღაცას ვიწყებ ბლოგზე, ფოტოსეს/რიას... სხვანაირს... მოთმინება და ყველაფერი იქნება, უბრალოდ აქ ვერ ვახერხებ აქტიურად პოსტვას... :(

:)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..