Андрей я алкаш?!

თავი მაქვს ცოტა არ იყოს დამძიმებული და ძალიან მეზარება სამსახურში ყოფნა. გარეთ მირჩევნია, მიუხედავად იმისა რომ წვიმს. სამაგიეროდ ჰაერია კარგი.

ხო, ნუ გუშინ საღამოს ღირსეული თანამეინახეობა გავუწიე ორ მამრს :D არყითა და ტომატის წვენით... :)
და არც დავმთვრალვარ, არც ცუდად გავმხდარვარ და დროც კარგად გავატარეთ ყველამ. და გამოვიძინე კიდეც, რაც სულ მაკლია, მაგრამ ეხლა მაინც მეძინება :(

და საერთოდ, რამდენი რამის დაწერა მინდოდა და რამდენჯერ, მაგრამ პირობები არ მაქვს...
და მერე - მერე ვეღარ ვწერ, მერე ამის დრო აღარ არის, მერე აქტუალური აღარ არის და ა.შ.

არა, რაღაცეებს დავწერ მაინც, მე კიდევ დავწერ...


ისე, ის რუსული ფრაზა გახსოვთ საიდან არის?! :P და პასუხი ამ შეკითხვაზე? ესეც გახსოვთ?
ძალიან მაგარი ფილმია ნამდვილად :)

Comments

maktub17 said…
salami:) dges dzalian cud xasiatze gavigvidze, samsaxurshi mivchanchaldi da chemi dzveli "postebi" gadavikitxe..da vnaxe sheni commentari..da madloba, madloba zustad imas rom grznob ,rasac me, mec mindeba wasvla,swored imitom ,rom "iq" chems tavs vpoulob, isets rogoric minda rom viyo...ra zusatad giweria yvelaferi...madloba!
P.S. shen tomatis wveni maicn gaqvs xolme, me kidev mjave kitris wvenit gavdivar fons:)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..