ხო, რა...

არა, აღარ უნდა ჭამო როცა გრძნობ რომ გული გერევა. შეიძლება გიყვარს ეს საჭმელი, თუ სასუსნავი, არ აქვს ეხლა მნიშვნელობა და არის, დევს და გინდა რომ ჭამო, იმიტომ რომ გიყვარს და იცი რომ უნდა გინდოდეს, მაგრამ გული თუ გერევა უკვე, უნდა შეწყვიტო ჭამა, დროებით მაინც, გაწიო გვერდზე...



დაიცადე. და მერე მიუბრუნდი. თუმცა, მერე შეიძლება აღარ იყოს. შეიძლება სხვამ შეჭამოს, თან ისე, რომ არც კი უნდოდეს, ეკიდოს ეს საჭმელი, ჭამოს იმიტომ რომ უბრალოდ დევს, საჭმელია, რა, და რატომაც არა. შიმშილი დაიკმაყოფილოს უბრალოდ. ნუ, ამ შემთვხვევაში ვეღარ შეჭამ. და დაიკიდებ.



ან შეიძლება ისევ დაგხვდეს. და ისევ მოგინდეს და უკვე ძველი გემო ჰქონდეს, ან კიდევ უფრო უკეთესი, აი ისეთი, დიდხანს რომ დევს და უფრო რომ უჯდება საკმაზი საჭმელს და უფრო გემრიელი რომ არის და ჭამო.

ანუ უბრალოდ აღარ მოგინდეს საერთოდ. მიხვდე რომ აღარ გიყვარს ეს საჭმელი, აღარ გინდა და ვსო. უკეთესიც არსებობს, ან შეიძლება უარესი მოგინდეს. კაცმა არ იცის.



მაგრამ ეხლა, თუ გრძნობ რომ გემო შეცვლილი აქვს, თუ გრძნობ რომ რაღაც ნი ტოა, თუ გულს გირევს და ის არ არის, რისი გემოც მოგწონდა, რაც გიყვარდა, ცოტა ხანი შეეშვი

ხო, რა


რაღაც არ მშია...

Comments

© said…
ცოტა grob არის, ცოტა უხეშად და ”გროტესკულად” გადმოცემული, შეიძლება.
Anonymous said…
dear, kuchma rogor unda dagimonos?:)) araaa, es sasheno ar aris-xoda, moisrole nagavshi tepshiturt
Dv0rsky said…
მერე რა, კარგია მაინც :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..