დღეს თოვდა

ამინდია საოცარი! მართლა! ჯერ შუადღისას გავედი ცოტა ხნით, საქმეზე, აქვე, ფეხით და მინდოდა რომ ასე მევლო დიდხანს, და რა თქმა უნდა აღარ მინდოდა უკან ამობრუნება :)

კი, ცივა, ციოდა და ცივა, თან მზეც არ იყო როცა გავედი, მაგრამ რაღაცნაირად სუფთა იყო ჰაერი და იყო რაღაც დამამშვიდებლი და დადებითი, ჰაერში...

აი, სიამოვნებით ვიბოდიალებდი ფეხით დიდხანს და უმისამართოდ, ისე, რომ არ გელოდებიან, მშვიდად რომ ხარ და არაფერზე ფიქრობ. უბრალოდ რომ ხარ. ხანდახან ასეც საჭიროა.

და უცებ მივხვდი, რომ მაინც მაგრა მიყვარს ზამთარი. მთავარია ქარი არ იყოს. ხო, გეყვარება აბა რაო, მეტყვიან, თუ სადაც ხარ იქ კომფორტიაო...
ნუ, სამსახურში более чем თბილა, მცხელა მე პირადად და ძალიან მსიამოვნებს გარეთ გასვლა და მერე გარედან სახემოყინულს შიგნით შემოსვლაც :) სახლშიც არა უშავს, თბილასავით, თუმცა ჩემს საძინებელში პინგვინების სამფლობელო უფროა ვიდრე ადამიანის, მაგრამ არც ეს მაწუხებს ჯერ - ჯერობით და როცა შემაწუხებს, გადავჭრი ამ საკითსაც უპრობლემოდ

ისე, რა მაინტერესებს, იცით, ცუდია, იმპუსლური რომ ხარ ადამიანი? არა, ფეთქებადი არა, უბრალოდ იმპულსური

კიდევ რა?
რა და დღის ბოლოა, საქმეებს მოვრჩი ფაქტიურად, ერთი-ორ პასუხს ველოდები და თან სიტუაციაც მაქვს, იმისა, რომ ვწერო და ვიკითხო ცოტა ხანი მაინც :)
ხვალ მექნება ბევრი საქმე, ესეც კაია.

კიდევ?

კიდევ ის, რომ არაფერიც არ ვიცი...
და თან იმდენი რამე ვიცი, ვეღარ ვიტევ... :(
:)

კიდევ ის, რომ ხანდახან ძალიან აბურდულია ფიქრები, გრძნობები, ემოციები, თითქოს თვალებს ხუჭავ და ათასობით ვიღაცის და რაღაცის ხმა ჩაგესმის, ხმაური, ლაპარაკი, სიცილი, ჩხუბი, ტირილი, დარიგება, რჩევა, მზერებს გრძნობ, შეხებებს, მანქანების ხმას, ქუჩის ხმაურს და სიჩუმის ხმაურსაც კი... და გინდა რომ გაქრეს უცებ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც არაფერს გეუბნება, შენ რაც გაინტერესებს, იმას ვერ გეუბნება, ტვინს გიბნევს.
თან რა კარგია. რაა? რა არის კარგი? რა და ქაოტური ცხოვრებაა

რამდენიმე დღის წინ ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი ამაზე. იმაზე, რომ ძალიან hektisch ცხოვრებით ვცხოვრობთ პრინციპში და რომ არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი მარტო, აი სრულიად მარტო, თუნდაც ერთი საღამო, თუნდაც რამდენიმე საათი... და რომ ხანდახან საჭიროა და რომ მინდა მაგალითად... მმმ რამდენი ვთქვი? - 72 საათი სრულიად მარტო. მარტო ჩემთვის მქონდეს ეს დრო და არავინ დარეკოს, არავინ მოვიდეს, მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული გავალ სადმე თუ არა, გავაკეთებ რამეს თუ არა.
მომბეზრდება? რა პრობლემაა. ერთი ზარი, ერთი სმს, ერთი...

კი, რომ მოგვწინს ალბათ იმიტომაც ვცხოვრობთ ასე, მაგრამ ხანდახან სხვა რამეც გვინდა და ამ სხვა, რაღაც სხვის გაკეთების საშუალებაც რომ გვეძლეოდეს...

განზოგადებულად ვწერ, ვიცი. მერე რა. რაც მოდის, იმას ვწერ ეგრევე, დაუფიქრებლად :)

დღეს თოვდა... ცოოოტა თოვდა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..