არაჩვეულებრივად მეძინა. ძალიან გემრიელად. და დაძინებამდე რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სავსედ და ბედნიერად. და რაღაც სიმშვიდის თუ კარგის მოლოდინის შეგრძნებაც ახლდა ამას თან. მაშინვე მინდოდა დაწერა, იმავე საღამოს, სანამ დავიძინებდი, მაგრამ დავიძინე. გემრიელად. ახლა თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, შეგრძნებების დონეზე აღვიდგინო და მოვლენების დონეზეც. არა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უფრო სწორად კი მოხდა ამ დღეს, მაგრამ არა პირადად ჩემ ცხოვრებაში. ახლანდელ დროში რომ მოვყვე. დღეს თბილისში ვარ. გუშინაც აქ დავრჩი. ცხელა. საშინლად ცხელა. ხალხი სახლიდან არ გადის, მე კიდევ ისე მოვახერხე, რომ ამ ორ დღეში ყველაფრის მოგვარება-გაკეთება ავიკიდე. სამაგიეროდ, ამას მერე კმაყოფილების გრძნობაც სდევს თან. გუშინ შევპირდი მეგობარს, ხვალ გამოვალ მეთქი. ჩემი ნათლული, რომელიც იმდენი თვეა არ მინახავს, და რომელსაც დედამისივით აპრილში ჰქონდა დაბადების დღე, ამასობაში გაცვლითი სემესტრით მიემგზავრება საზღვარგარეთ. და სანამ მეორე დაბადების დღემაც და დაბადების დღეს ვინ დაეძებს, ლამის ქორწილი...
Comments
ვ ჩომ ძელო
გახუნდებოდა, აბა რას იზამდა, მერე რა
გაზაფხულზე ისევ შეფერადდება ხასხასა ფერებად, მააშ.
ნუ გაქ ეხლა შენ Hoch-ები და Tief-ები, იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
ჰარც
კაი აბა, მივხედე საქმეს
ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ გახუნებულა და ამინდს და ზამთარს და ა.შ. აღარ ემორჩილება :) კაია, ხო?! :) და აღარ მივცემ უფლებას გაTiefების :D
სხვა რამეზე მქონდა ლაპარაკი, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ორ დღეს... და იმაზე რომ გახუნებული მეჩვენებოდა ეს ყველაფერი უკვე. ძველი დრო გამახსენდა, იგივე ფონი, იგივე ადგილი, ხალხი ფაქტიურად იგივე და სხვა სახელები. და - იდეა, რომელიც მაშინ იყო და ეხლა აღარ არის. და მომეჩვენა გახუნებული ეს ყველაფერი წლების მანძილზე...
აღარ მინდა მოკლედ ამაზე...