ჯერ სამადლობელი პოსტის დაწერას ვაპირებდი. უფრო სწორად, დაბადების დღის მოლოცვის სამადლობელოს კი არა, უფრო გლობალურს თუ მასშტაბურს, თუ რაც არის. მოკლედ, ქვემოთ მიხვდებით, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე. მერე ვიფიქრე, ამას მოლოცვებისთვის მადლობას მივაბამ მეთქი. მერე კიდევ რაღაც აზრები მიემატა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმხელა გამოდიოდა, ბარემ ბლოგზე დავწერ და ლინკად დავდებ მეთქი. აქ წერას რომ ვიწყებ, ძირითადად არ ვიცი ხოლმე, რას დავწერ. ან რამე ერთი მომენტი, განწყობა, ფაქტი ან შეგრძნება ხდება ბიძგის მომცემი და მერე იწყება და ებმება ბევრი რამ. და მერე, შეიძლეა აჯაფსანდალიც გამოდის, მაგრამ შეძლებისდაგვარად სტრუქტურირებული და ნაწილებად დაყოფილი. ახლაც ასე გამომივა, ალბათ. უბრალოდ ამჯერად, ვიცი ერთი-ორი რაღაც, რაზეც მინდა, დავწერო და ვეცდები, ძალიან არ გადავუხვიო და ბევრი არ ვიბოდიალო :)) აი ამ წამს უნებლიედ მოვისმინე მინი ლექცია თემაზე ტრანს-ცხიმები. სასაუზმედ ჩვენ კომპლექსში არსებულ ძალიან საყვარელ კაფეში "ნიბლე" შემოვედი (ლილისი ვინც იცის, ლილისს ეკუთვნის ეს კაფეც). ვისაუზმე, ახლა ყავას ...
Comments
ვ ჩომ ძელო
გახუნდებოდა, აბა რას იზამდა, მერე რა
გაზაფხულზე ისევ შეფერადდება ხასხასა ფერებად, მააშ.
ნუ გაქ ეხლა შენ Hoch-ები და Tief-ები, იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
ჰარც
კაი აბა, მივხედე საქმეს
ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ გახუნებულა და ამინდს და ზამთარს და ა.შ. აღარ ემორჩილება :) კაია, ხო?! :) და აღარ მივცემ უფლებას გაTiefების :D
სხვა რამეზე მქონდა ლაპარაკი, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ორ დღეს... და იმაზე რომ გახუნებული მეჩვენებოდა ეს ყველაფერი უკვე. ძველი დრო გამახსენდა, იგივე ფონი, იგივე ადგილი, ხალხი ფაქტიურად იგივე და სხვა სახელები. და - იდეა, რომელიც მაშინ იყო და ეხლა აღარ არის. და მომეჩვენა გახუნებული ეს ყველაფერი წლების მანძილზე...
აღარ მინდა მოკლედ ამაზე...