’08

რამდენი ხანია არ დამიწერია

არაფერი დამიწერია

რაც მოხდა და რაც არ მოხდა

არც ის დამიწერია რა ხდებოდა დეკემბერში

არც ის დამიწერია როგორ დამთავრდა ის წელი

არც ის, როგორ შევხვდი ახალ წელს დიდ ოჯახურ წრეში ძალიან ლამაზად და თბილად

არც ის, მერე როგორ წავედი მეგობართან ერთად კლუბში და არც ის, სად დავდიოდი და სად ვიყავი მთელი ის ღამე და მერე 9 საათზე როგორ მოვედი სახლში

არც ის, პირველ იანვარს როგორ ვიწექი მთელი დღე ლოგინში, მოწამლული და ტელევიზორს ვუყურებდი

არც ის, სად ვიბოდიალე ორ იანვარს და რამდენი მეგობარი ვნახე

არც ის, როგორი მოკლე სამუშაო დღეები მქონდა სამში და ოთხში და რა ბედნიერი ვიყავი დღისით რომ გავდიოდი აქედან და სადაც მინდოდა მივდიოდი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი

არც ის, როგორ შევხვდი შობას და ბოლომდე მაინც ვერ გავძელი ეკლესიაში

არც ის, რამხელა და როგორი ივენთი გვქონდა, სამსახურეობრივი, და სად და რა ვაკეთე/თ იქ და როგორი დრო გავატარე და ვისთან ერთად და ა.შ.

არც ის, რამდენი ვიარე ფეხით ამ არაჩვეულებრივ თოვლიან დღეებში

არც ის, რა განწყობა მქონდა მთელი ეს თვე, რა ცვლილებები, რას ველოდი, რა მოხდა, რა არ მოხდა, რა მოხდება და ა.შ.

არც ის, ძველით ახალი წლის ერთად შეხვედრის იდეას როგორ და სად ჩაეყარა საფუძველი

არც ის, როგორ შევხვდით მეგობრები ერთად, რამდენი ვიხმაურეთ, ვიცინეთ და ვსვით და რა კარგი საღამო იყო, საღამოს პირველი ნახევარი განსაკუთრებით

მარტო ის, ანუ მარტო იმას დავწერ, რომ მორჩა, სამწუხაროდ დამთავრდა ეს სადღესასწაულო განწყობა და ამბები, იანვრის შუა რიცხვებია უკვე... :(

არა და რაღაც ლამაზი ზამთარია, და მაგრა გაასწორა აქა იქ გამოჩხერილი სამუშაო დღეების მიუხედავად მაინც საკმაოდ ბევრმა დასვენების დღემ, განსაკუთრებით იმის მერე, რაც მე დეკემბერში მქონდა...

რამდენ რაღაცას არ მოვყვები და არ დავწერ

რამდენს არ გავამხელ და რამდენს მიხვდებიან ისედაც

ცვლილებები იქნება ამ წელს. არც თუ ისე პატარა. ყველა სფეროში. მთავარია გადავწყვიტო საით... ზეგ. მართლა ზეგ :) ეს ნაწილი

ისე, მთელი წელი წინ არის

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..