დაგროვილი

.

”ცუდად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი
ალბათ მიგონებს ახლაც ზოზია...”

ვიავადმყოფე. 3 დღე ვიწექი და + 2 დღე ნახევრადწამოწოლილი. ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ძალიან ბევრი დრო. არასაკმარისი - გადაწყვეტილებების მისაღებად.

კიდევ უფრო ავირიე.

ვიცი, ვიცი რომ არ უნდა ჩავუფიქრდე ასეთ რაღაცეებს, თორემ გავრეკავ. ხოდა გავრეკე. მგონია რომ გალიაში ვარ. და კედლებს ვაწყდები. გამოსვლა მინდა.
ხან მგონია რომ მოძრავ ბორბალში ვარ ციყვივით, რომელიც ატრიალებს, ატრიალებს და არ ჩერდება. რომ გაჩერდეს - ეს დასასრულს ნიშნავს.

ფუ, რა. აი რა არის ახლა ეს?

ერთს მივხვდი ზუსტად - აღარ შემიძლია ეს ”ვიღაცაზე მუშაობა”, აღარ შემიძლია, გულს მირევს ეს სავალდებულო 10:00-18:30 შუალედი, აი მართლა აღარ შემიძლია. უნდა იყო, უნდა მიხვიდე 10 საათზე, უნდა იმუშაო, უნდა შეისვენო, უნდა დარჩე 18:30... კაკ მინიმუმ...

გუშინ ვლაპარაკობდი. თავისუფალი პროფესია მინდა მეთქი. აი, მაგალითად წიგნების კითხვაში რომ მიხდიდნენ ფულს რა მაგარი იქნებოდა! მხატვრული და ჩემთვის საინტერესო ლიტერატურის კითხვაში. ოღონდ წესების, დროში და სხვა რაღაცეებში შეზღუდვის გარეშე.
კითხვაში კი არა წერაშიც კი არ გადაგიხდიან ალბათ... წერით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება... არა, აქ არ შეიძლება სამწუხაროდ... არ გამოვა.

დღესაც ვილაპარაკე. ბევრი. ვიცი. გადასარევად ვიცი რაც აბალანსებს ამას. ვიცი რომ არ უნდა ჩაუფიქრდე. ხოდა იმიტომაც ვატრიალებთ ამ ბორბალს კაკ ბეშენნიე, რომ არ ვიფიქროთ. რომ გაჩერდე, ჩაუღრმავდები. რომ ჩაუღრმავდე - დაიგრუზები და რომ დაიგრუზები რა?! კაი, გაუზიარებ ერთს, ორს... მერე რა? ესმით მაგრამ რა?

დამიკონკრეტე რა გინდა აკეთოო.
ცოტა აბსტრაქტულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი. თან ვიცი რაც მინდა ვაკეთო... თან - არა...


საბოლოოდ მაინც იქამდე დადის, რომ ხომ უნდა იცხოვრო? შემოსავალი? აი, მუდმივი შემოსავლის წყარო რომ მქონდეს, ისე, ცალკე, თავისთვის, და მე ვიყო თავისუფალი... არ მქონდეს საზრუნავი მატერიალური მხარე, საფიქრალი არ მქონდეს... მერე...
არა, არაფრისკეთებით არ ვიქნებოდი დაკავებული. გამოვნახავდი საკეთებელს. чем заняться .წერით. კითხვით. სიარულით. ხეტიალით. მოგზაურობით. ფოტო....

ხო, ესეა. რაღაც რომ შეგიძლია, უნდა იყვირო, ბოლო ხმაზე უნდა იყვირო რომ შეგიძლია. რაღაცას რომ გააკეთებ, ესეც უნდა იყვირო, უნდა იძახო რომ შენ გააკეთე. რაღაცას რომ იტყვი, უნდა იყვირო, რომ ეს შენ თქვი, შენ! სხვანაირად არ ხდება. სხვანაირად ვერ ხედავენ. მხოლოდ ერთეულები ხედავენ. კი, შეიძლება ის ერთი-ორი დაეცეს, გითხრას კიდეც რომ გადარეულია! მოხიბლული. ეს გაგისწორდება მაგრამ უფრო მეტად გაგიჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ეს მარკეტინგია.... ეს ცხოვრებაა. მგლური კანონები. სად იყო მარკეტინგი, ამერიკა რომ აღმოაჩინეს... იყო, ეტყობა იყო! თავისებური! ასეა, ასე...


რაღაცნაირი აბალოჩკაა გარშემო, წელვადი თითქოს. გაარღვიო გინდა...

ძალიან მივედ-მოვედე. ცნობიერების ნაკადია :))))) ხო, როგორ არა, შევადარე თავი, რა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..