draft

.
იცი ეს რას ჰგავს? - მშობიარობას
რა ვიცი? - ვიცი!!!
ადგილს ვერ პოულობ
გინდა რომ ამოთქვა
რად გინდა ფიცი?

ეს არის უბრალოდ გარითმული
აზრები. ფიქრი.
ლექსები? - არა!

უბრალოდ დაგროვდა სათქმელი
ერთბაშად მომაწვა
დუმილი კმარა

არ გჯერა? - მერე რა
თუკი არ გიგრძვნია
ვერაფრით მიხვდები:
თითქოს მთელს სხეულში
რაღაცა გეღვრება -
აზრები. სიტყვები

ნელ-ნელა ივსება
თბილია საოცრად
დახუჭე თვალი

და უცებ იწყება
და ვეღარ ჩერდები
და რჩება კვალი

ქაღალდზე შხეფების
მელანში დასვრილი
ფიქრების ჯარი

გათავდა. დაწერე
ღიმილი სახეზე -
ჩამდგარი ქარი

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..