მზე ოქროს ჩარჩოში

წიგნი გვქონდა ასეთი სახელით. მახსოვს. თვალწინ მიდგას. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. და მახსოვს რომ ძალიან მომწონდა ეს წიგნი. უნდა მოვძებნო... იმპრესიონისტებზე და პოსტიმპრესიონისტებზეა. მიმოხილვაა პერიოდის, ცოტ-ცოტა ყველაზე წერია და მერე რეპროდუქციებია. პატარა ფორმატის წიგნია. მაგარ ყდიანი და ყდაზე არის გადაკრული ფურცელი, სადაც გოგენის ტაიტის სერიიდან არის ერთ-ერთი ნახატი. ვგიჟდები... და შიგნითაც რაც არის... ჯერ კიდევ როდის მომწონდა... ხო, მაგრამ პრინციპში ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაზეც დავიწყე წერა. სათაური მოვიდა თავისთავად და ამან განაპირობა ასეთი გაგრძელება რა და... ძალიან გვიანია ამისათვის, მაგრამ მაინც - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მზე ჩამეღავარა სულში, სადღაც შიგნით ჩამეღვარა. და მაგარია :) შეიძლება გაზაფხულის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიძახდი, არ მევასება ეს გარდამავალი პერიოდები, ზამთარი და ზაფხული მიყვარს მეთქი, მაინც ჩემდა დაუკითხავად შემოიპარა მზე ჩემში. მაინც ძალიან მიყვარს ეს საოცარი ქმნილება. მზის ენერგიაზე ვმუშაობ ხოლმე ხანდახან, ასე მგონია :) და ...