’’Хоть бы что-нибудь еще...’’

ისევ ის ხმა. ესე იგი ცხრის ნახევარია. ნახევარი საათი კიდევ გაქვს. 11-11 წუთიანი შუალედებით. და ყველაზე მაგრა ამ დროს გძინავს, ყველაზე გემრიელად. ყველაზე მაგარი 11 წუთი... :)


9 საათზე აიძულებ თავს თვალი გაახილო. კიდევ 10 წუთი გჭირდება იმისთვის რომ ადგე. ხალათი. აბაზანა. я продолжаю простые движения

უკანა გზაზე საათი - 09:30!!! როგორც ყოველთვის. იშვიათად - 09:25. ზაზუნას დღეა, აბა რა. ოღონდ საათზე სხვა ციფრებია... და იმ სიმღერითაც არ იღვიძებ...

მერე ისევ ჩვეული მოძრაობები. ფანჯარა. ფანჯარასთან გაზის გამათბობელი. ზედ ტანსაცმელი, გასათბობად დაფენილი. გაიხადე. ჩაიცვი. თან გარეთ იყურები, უსასრულობაში, ჯერ კიდევ полусонная და მაგრა გკიდია გხედავს თუ არა ვინმე.


რა თქმა უნდა ვერ ასწრებ ჭამას. კიდევ რაღაცეებს ვერ ასწრებ. იკიდებ. სარკე. პალტო. ჩექმა. ლიფტი. ეზო. ქუჩა. ეზო. ლიფტი. ლოდინი. პრივეტ. გვაგვიანდება? არა, ვასწრებთ, თუ დროზე ჩამოვიდა ლიფტი. მერე ვიღაც გაგჭედავთ. ვიღაცას შეეშინდება. დგეხარ მშვიდად. იცი - ეხლა ივლის ძალინ ნელა, მერე მესამეზე გაიღება კარი, იქ იქნება კედელი, მერე ისევ დაიხურება და წავა. ვიღაც ხმამაღლა ახსნის ამას და დაამშვიდებს დაპანიკებულ მდედრს. ამოხვედი.ტაბელი. პრივეტ. ოთახი. შეითავსებ დამლაგებლის ფუნქციებს, როგორც გეუბნება ხოლმე ერთ-ერთი. შენს მაგიდას გირჩევნია შენ მიხედო ვიდრე ელოდო.

ჩართე. პაროლი. ჩეთები. აუთლუქი. პირადი მეილი.

ჭიქა. ელექტრო ჩაიდანი. შეიყარა ხალხი უკვე. ირევიან 2x2-ზე სამზარეულოში. ცოტა ხანი იქვე წაიჭორავებ. გამოდიხარ ჭიქით ხელში. დერეფანშიც სახეები. ჭიქები. ზევით-ქვევით სიარული. ოფის მენეჯერთან საქმეების გარკვევა. ღია კარებები და ნამძინარევი სახეები. გვერდზე ოთახიდან ჩვეული მისალმება: ”მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო”. გაუღიმებ და შემოდიხარ. დაიწყო სამუშაო დღე...

დღის კი არა, ცხოვრების უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებ. ფუ, ბლ...

1 საათი შესვენებაზე. შეიძლება ცოტა მეტი. გააჩნია რა პერიოდი გაქვს. მკვდარი სეზონი თუ დურ დომი. ხანდახან - რა შესვენება! 10-დან 10-მდე სკამიდან ვერ დგები. საბედნიეროდ ამას იშვიათი ხასიათი აქვს


დღის განმავლობაში.... მობ: 8.... ქალაქის ტელ - 9 .... ექსელი, პრაისები, არხები, კლიენტები, ზარები, მეილები ...@...ge/com...

თუ დრო გაქვს www...com/ge/de search... ....@...ge/com/de... ჩეთი, ფორუმი....

საღამოს თუ გაგიმართლა და ადრე გახვედი, ვარიანტები:

თუ ხარ დაღლილი/არ გაქვს ფული/არავის სცალია/არ გაქვს სურვილი... ადიხარ სახლში. ვახშამი, TV, წიგნი.... შიგადაშიგ - ტელეფონი. უმეტესად - ჩუმად. მერე - ძილი.

თუ არ ხარ დაღლილი, გაქვს ფული და მეგობრებს სცალიათ - მიდიხარ სადმე, ვინმესთან, ვინმესთან ერთად, დასხდებით, იქნებით, იქნებით, დალევთ, შეჭამთ, ილაპარაკებთ, იცინებთ, არ იცინებთ... ა.შ. შენები. სხვები. ძველები. ახლები. სასურველი და არასასურველი. ცუდი. კარგი. ბოროტი :))) ეხ....

Нет, ребята, все не так,
Все не так, ребята!...

Comments

ketketa said…
ეგ არი...

შენ ჯვარი გწერია და ბოლოს რო იტყვი, and that's it??
რაღაცა უნდა ვქნათ...რამე
:)
Anonymous said…
წარმოიდგინე ცალი ფეხით ნაღმს რო დააბიჯო რა ცუდად იქნება ყველაფერი.არ დაგიბიჯებიაა? მაშინ შენ ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ
© said…
შენ დაგიბიჯებია?! ბედნიერი ალბათ ის არის, ვინც დააბიჯა და გადარჩა...
თუმცა ეგ არ არის მთავარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვამბობ უბრალოდ.

ნაღმს გადატანითი მნიშვნელობითაც შეიძლება დააბიჯო ფეხი...
Anonymous said…
ვინ უფრო ბედნიერია შენ, რომელსაც საერთოდ არ დაუბიჯებია თუ ის ადამიანი, რომელმაც დააბიჯა და ცალი ფეხი დაკარგა?
© said…
და რატომ მეკამათები?

არსად დამიწერია რომ არ ვარ მეთქი ბედნიერი, და არც ის, რომ ფეხდაკარგული ადამიანი შეიძლება ჩემზე ბედნიერი იყოს

მე ჩემი მოსაზრებები და ჩემი აზრი დავაფიქსირე, ძალიან შორს ნუ გავიჭრებით

ნაღმზე ფეხდაკარგული ადამიანისთვის სიცოცხლე არ დამთავრებულა, ასე არ უნდა შეხედო. ბედნიერება ბევრ რაღაცაში შეიძლება იპოვო ადამიანმა

მართლა ჯვარი გვწერია ყველას უბედურებისგან. და მართლა ვიცი, რომ ჯანმრთელობა ძალიან, აი ძაააალიან ძვირფასია....

ვინ ხარ?
Anonymous said…
არ გეკამათები. უბრალოდ კითხვა დაგისვი.
მეც ერთერთი ბედნიერი ადამიანი ვარ

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..