ოცნების კუნძულები

ძნელია როცა იმ წამსვე არ წერ, რასაც გრძნობ და ხედავ და ფიქრობ რომ აი, ამას დავწერ... მერე ვეღარ წერ, რა

აი დღეს დილას ადრე ასათიანის ქუჩაზე და იერუსალიმის მოედანზე მიღებული შთაბეჭდილებები მინდოდა დამეწერა

კიდე, ჩემი პარასკევი-შაბათი-კვირის შესახებ მინდოდა დამეწერა, კიდევ იმაზე, თუ როგორ მიყვარს ჩემი მეგობრები და სიცილი :)

და კიდევ ის, რომ როცა დატვირთულია პარასკევი საღამო და შაბათ-კვირა თუნდაც მცირე მოვლენებით, როცა ბევრს დავდივარ და ბევრ ხალხს ვანხულობ, სხვადასხვა სფეროებს ვედები და სხვადასხვაგვარი ემოციებია, ასე მგონია რომ ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება და ეღარ ვგრძნობ რომ სულ რაღაც ორი დღის წინ იყო სამუშაო დღე და ხვალაც ისევ იგივეს ვუბრუნდებით
რაღაცნაირი კუნძულებივით არის ეს უიქენდები. პატარა შვებულებუკებივით. განსაკუთრებით კი ლონგ უიქენდები და სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების დიდ ნაწილს ამ კუნძულებზე :)

Comments

Dv0rsky said…
არსებობს კიდევ ერთი სახეობის - ე. წ. უსაფრთხოების კუნძული.

საგზაო მოძრაობიდანაა, აი სამკუთხედით რომ არის ხოლმე მონიშნული ცარიელი ადგილები...
Just Me said…
მართალი ხარ გაქცეული აზრი უკან არასოდეს ბრუნდება თითქმის, რომ გადადებ მერე ისეთი აღარ გამოდის ნაწერი რა. ხოდა მე გამოსავალი ვიპოვე... ქუჩაში თუ მესტუმრა ქალბატონი მუზა მობილურში ვიწერ მის მიერ ნაკარნახებ სიტყვებს ეგრევე :)
Anonymous said…
მე მაგ კუნძლებზე ვხცოხვრობ, და სულ ვცდილობ ეგეთი კუნძულები შუა სამუშაო კვირის დღეებშიც გავაძრო ხოლმე. და ვააძრობ, ცოტას ხან ვსაჩკაობ და ეგ მაკაიფებს...
© said…
მაგარია თუ გაქვს მაგის მოხერხების საშუალება ადამიანს

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..