Она - 13 (1)

.
შესავალი იხილეთ აქ

1-13

შუქნიშანზე დიდხანს ენთო წითელი. ძალიან დიდხანს. ან შეიძლება მოეჩვენა. მერე მარჯვენა კარი გაიღო და ჩაჯდა. სულ სველი იყო. კანკალებდა. ერთი გახედა და დაძრა. მექანიკურად ჩართო ”დვორნიკები”. მაგრამ მალევე მიხვდა რომ არ წვიმდა. მშრალი ყინვა იყო. და საერთოდ, ნალექი ამ ადგილას მხოლოდ ყავის ჭიქაში თუ იქნებოდა...

- აქაური ხარ? - არც კი შეუხედავს

- არა - და თითქმის გამჭვირვალე თხელი თითით რაღაც დაწერა დაორთქლილ მინაზე.

შიგნით უკვე სითბო იყო და ასოებმა მალე დაიწყო ჩამოშლა.

მაინც მოასწრო წაკითხვა.

- აა - ინდიფერენტულად გასაგები კომენტარი.

სიჩქარეს მოუმატა.

უკვე აღარ აკანკალებდა.








Comments

ketketa said…
პარალელურ რეჟიმში ვკითხულობ, იქ და აქ, აქ და მერე ისევ იქ...:)

ძალიან მომწონს როგორც წერ :)
ამაზე მეტის თქმაც შეიძლება რათქმაუნდა, ოღონდ ჯერ კარგად არ ვიცი, როგორ ვთქვა ...
ცოტასაც წავიკითხავ, რო მიუმატებ, კარგი?:)
იქეთაც:)
© said…
ქეთუს ძალიან მიხარია თუ კითხულობ და თან თუ მოგწონს!

ხოდა ეხლა აღარ დამეზარა და ვდებ კიდევ ერთ ნაწილს :)

იკითხე, იკითხე და აკომენტე :)
Kiwi said…
რა საინტერესოდ წერ :>
გავგიჟდი :">
Kiwi said…
რა საინტერესოდ წერ :>
გავგიჟდი :">
© said…
მადლობა :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..