მიყვარს ზამთარი, ვა!

რა უცნაურია, რაც კომპი ვიყიდე და ინტერნეტი სახლშიც მაქვს, ერთხელაც არ დამიწერია აქ. არა და ვფიქრობდი რამდენ რამეს დავწერ და დავდებ, ღამე შევალ ხოლმე მეთქი... მაგრამ რად გინდა, რა

რამდენიმე დღის წინ მეგობრებს რომ ვამცნე ამ ახალი შენაძენის შესახებ, ერთ-ერთი დაინტერესდა - რად გინდა შენ სახლში ინტერენტი, მაინც არ ხარ სახლში, თუ პირველიდან დილის რვამდე გჭირდებაო... ? :)

ეხ, რა ვიცი, რა ვიცი

საერთოდ რაღაც დამემართა და ვეღარ ვწერ და ძველ ნაწერებსაც არ ვდებ რატომღაც, 13-ის ”გაგრძელებაც” არ დავდე... გაგრძელება არ ეთქმის იმას, უბრალოდ ნაწილებია...

და ისე, რისი თქმა მინდოდა?! ხო, მაგარი ამინდი იყო დღეს. ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხმება და გადაირევა, მაგრამ რა ვქნა :) მიყვარს ეს ოხერი ზამთარი თავისი სილამაზეებით და მაროზნაია სვეჟესწით :) ა

საღამოს იცით რა ხდებოდა ესე 9 საათზე?! სერიოზული ნამქერი და თოვა იყო. ზღაპრისეულად თოვდა და იყო მართლა ულამაზესი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი რომ სწორედ იმ დროს მოვხვდი გარეთ და ფეხით გასეირნების შესაძლებლობა მომეცა :) მართლა ულამაზესი იყო და ფანტასტიური განწყობა დაფრინავდა ჰაერში, თან არ ციოდა ძალიან, ქარი არ იყო ჯერ ძლიერი
მერე შემოვასწარი :)

Метель გამახსენდა, მოთხრობა

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..