Berlin! Berlin!

არაფერი, რა. ჩანთა მაქვს ერთი, ბერლინიდან ჩამოტანილი, დიიიდი ჩანთაა, საკაიფო, შავი და წინ დიდ ფერად კვადრატებში დიდი BERLIN

დაახლოებით ასე :

B E R
L I N

:)

დღეს ჩვეულებრივი ან თუნდაც არაჩვეულებრივი ჩანთის ნაცვლად ამით რომ გავიჩითე სამსახურში (ვარჯიშის ტანსაცმლის წასაღებად და მსგავსი მიზნებისთვის არაჩვეულებრივად გამოდგება), ყველას ყურადღება მიიქცია რა თქმა უნდა, და განაკუთრებით მათი, ვისაც იქააური ჰაერი ჩაუყლაპავს ოდესმე

- ვააა, რა მაგარი ჩანთაა!
- :) ხო, ბერლინში ვიყიდე
- უი, იცი მე მივდივარ ეხლა
- აუ მართლაააა?!
- ეს წაიყვანე, რა :)))) - ჩართვა გვერდიდან
- 1 კვირით მიდიხარ? - მეორე გვერდიდან
- არა, 4 დღით
- მიწას ემთხვიე ჩემს მაგივრად, მიწას! ! ! :))
- ჰაერს ჩამოგიტან! :)
- ხო, ღრმად ჩაისუნთქე, დაიგუბე პირში და ისე ჩამომიტანე :D
- არა, მართლა! იყიდება, იცი?!
- რააა? - სამივე მხრიდან
- ხო, ქილებში იყიდება ჰაერი! მართლა ჩამოგიტან, ნახე თუ არ ჩამოგიტანო! :)
- ვააა! აუ მინდა! ჩამომიტანე მართლა! :)

და კიდევ ბევრი - :) :) :)

დერეფანში მხიარულება შენიშნეს და დაინტერესდნენ.
- ..ს ჰაერი უნდა ჩამოვუტანო გერმანიიდან :)))))

მერე ლიფტი მოვიდა

რამდენი ვინმე წასულა. ჩამოსულა. რამდენი ახლობელი. ზოგისგან არც ელოდი და გაგეხარდა. ზოგისგან ელოდი და არ გახსენებიხარ. ან გახსენებიხარ, მაგრამ...

ხოდა მაგარია, რა! ელემენტარულია, რა არის ეხლა ეს, მაგრამ გახალისებს ადანიანს ასეთი წვრილმანები :)

ვნახოთ, აბა ;) თუ არ დაავიწყდა, მარტის შუა რიცხვებში ბერლინის ჰაერით სავსე ქილა იდგება ჩემი კომპის გვერდით! ! ! :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..