ფოტო 1

ღამე. სანაპირო. მანქანა. ორი. ერთი - წინ. ორივე გაჩერებული. შიგნით ახალდასხმული სუნამოს სუნია. და სიგარეტის. და სიცილის სუნი. ცოტა - მოლოდინის. მეორეში - არ ვიცი.

ოდნავ ჩამოწეული ფანჯარა. ცივა. ნამძინარევი სახე. აშკარად. სითბოგამოყოლილია. წამოწოლილი მაინც იყო. მაიკაზე ნაჩქარევად გადაცმული ჯემპრი. ჯინსებიდან ნახევრად ამოჩაჩული მაიკა. თეთრი. ჯემპრიც აჩაჩულ-დაჩაჩული. სასაცილოდ და თან თბილად. რაღაცნაირი уют აქვს გამოყოლილი. და ღიმილი. მაინც იღიმება. მოლურჯოდ იღიმება. ამ ღამეშიც იგრძნობა ფერი.... ოდნავ გვერდზე გადახრილი თავით გიყურებს გარედან. ხელში თეთრი ჭურჭელი. ეხლა წავა. და მოვა. და დაგეხმარებათ. მერე რა, რომ გააღვიძეთ...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..