Posts

Showing posts from October, 2008

ღამის P.S.

"Из всего, что вечно, самый краткий срок у любви" - интригующее начало... მეძინება, ხვალ დავიწყებ კითხვას რის? რომ დავიწყებ და რომ მომეწონება, მერე გეტყვით

წავედი

ოჯახი სითბო ვახშამი (წიგნით) სითბო 2 TV comp სითბო 2 (გაგრძელება) TV და ჩაი comp წიგნი სიზმარი თავისი მუღამი აქვს. надо как нибудь повторить :))))) как нибудь კი არა, ძალიან მაგარია და ხანდახან და ხშირად - ვერ (ვ)აფასებ(თ). მერე - აღმოაჩენ ახლიდან და მაააგრა გისწორდება დაუნი ხარ ადამიანი, თუ ეს "wie uncool!" გგონია ნუთუ არ გესმით?! გაფრთხილება უნდა ყველაფერს ხანდახან ვიღლები я ясно выразилась? არ ვიცი, შეიძლება - არც. თუმცა ზუსტად ვიცი, რამდენიმე კაცი/ქალი ზუსტად დაამუღამებს და გაიგებს პოსტის განწყობას წავედი

არიიიის! :)

სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში! როგორც იქნა აღდგა! ინტერნეტიც (მალევე) და ბლოგებიც... რაღაც სჭირდა ბოლო სამი დღე, ვერც ერთ ბლოგზე ვერ შევდიოდი (უბრალოდ მიხსნიდა) და ვერც კომენტარს ვტოვებდი და საკუთარ ბლოგზე ვერაფერს ვწერდი. შე-log in-ებისა და მოლოგინების საშუალებას არ მაძლევდა :))) კომენტარებს მეილზე ვკითხულობდი და პასუხს ვერ ვცემდი... ახლა შემომიშვა როგორც იქნა, открылсья сезам :) და მინდა დავწერ, და მინდა - არა :) მთავარია რომ არჩევანის თავისუფლება მაქვს! :) როგორ ვერ ვიტან შეზღუდვეეებს, როოოგოოორ.... მოკლედ, დავბრუნდი და მიხარია :) იცით როგორი გრძნობაა, ვიღაც რომ ”გყავს”, შენი რომ არის ვიღაც და შენ რომ ხარ მისი. შეიძლება არ ნახო, შორს იყოს, არ ეცალოს, არ გეცალოს, უბრალოდ გავიდეს დღე, ორი, სამი ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც მშვიდად ხარ, უბრალოდ იცი, რომ არის, შენთვის არის სადღაც. და ქუჩაში შენთვის, თუნდაც საქმეზე ან სულ სხვაგან მიმავალმა და სხვა ფიქრებში გართულმა უცებ რაღაც სიხარული იგრძნო, რაღაც მშვიდი სიხარული და მიხვდე რაც გიხარია - ის სადღაც არის, როცა იქნება ხომ ნახავ, რა მნიშვნელობა აქვ

მარტოობის 100 წელ... კი არა და მარტო ყოფნის რამდენიმე პლюსი

იცით მარტო ყოფნის +ები რა არის (რამდენიმეს ჩამოვთვლი, რაღაც სიტუაციამ გამახსენა და გამოიწვია ეს პოსტი :D ) ?! ხარ მშვიდად, ვისაც გინდა გაეპრანჭები, (გა)ეfლირტავები, არავიზე ეჭვიანობ და სამაგიეროდ შენზე ეჭვიანობენ სხვა ქალები, რომლებიც მარტო არ არიან (ქმრებს არ ვგულისხმობ) და შენ კიდე გეღიმება ამაზე, ხანდახან დაჟე მაგრა გეცინება და კაიფობ, ნუ სიტუაციას გააჩნია ვოტ ტაკ ვოტ :) მინუსებს არ ვთვლი :)))))))))))))))))

Чёрный квадрат ?!

Image
სანამ ისევ დამვიწყებია. რამდენჯერაც გავივლი ვაკეში და დავინახავ იმ ”საოცრებას”, იმდენჯერ ვფიქრობ რომ ამაზე უნდა დავწერო პოსტი, მაგრამ მერე მავიწყდება. და აი დღეს საღამოს, არ მახსოვს რას მოჰყვა, მაგრამ kalo -მ ახსენა და ჩავიჭირე წამი და მოვიტანე სახლამდე, გამახსენდა და ვწერ, როგორც იქნა ხალხო, ამიხსენით, რა წამოჭიმეს იქ, ის შავბნელი, შავი სახლი (ალბათ ყველამ თუ არა, უმეტესობამ მაინც იცით, გალაკტიონის ძეგლის სიახლოვეს ჭავჭავაძეზე წამოჭიმული დიდი შავი სახლი)?! ოფისები უნდა იყოს თუ საცხოვრებელი სახლი?! ნუთუ ეს ”სვეტსკად” მიაჩნიათ?! ან კარგ ტონად ან არ ვიცი, რად! დავიჯერო არქიტექტორი მალევიჩის თაყვანისმცემელია და მისი ”შავი კვადრატი”ს ზეგავლენის ქვეშ შექმნა ეს ”შედევრი”?! ძალიან მეპარება ამაში ეჭვი. ან ვინმეს მოსწონს?! რადგან სიტყვამ მოიტანა და ასოციაციამ, ბარემ კიდევ ერთხელ იხილეთ თავად ”შავი კვადრატი” და ”იგრძენით განსხვავება” :) აქვე მოკლე ინფო ( ესეც წყარო ): Феномен "Черного квадрата" Рассказывают, что Малевич, написав "

ფართოდ გაღიმებული p.s. :)

სიმღერაა ასეთი - ამ სუფრიდააან იმ სუფრამდე კოჭის ძაფი გამიბიააა გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ ვერაფერი გა მი გი ააა და მისამღერი რიმ დარი დარი და რამე :D ხოდა ბოლო ორი ხაზი მინდა ჩავანაცვლო სიტყვებით: დავწერო თუ არ დავწერო ვერაფერი გა მი გი აააააააა რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რიმ დარი დარი როოო რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რომ პომ პომ პოოოომ :)))))))))))) რა ხდება?! ნწუ! არ გეტყვით! :P რა უნდა გითხრათ, რა, არც არაფერია მოსაყოლი ;) უბრალოდ ძააალიან კარგ ხასიათზე ვაააააააარ რიმ დარი დარიიი რიმ პომ პოოოომ რიმ..... (და სიმღერის ხმა ნელდება, შორდება და ბოლოს წყდება. ხო ხვდებით, რა, როგორც :D ) p.s. უნდა იცოდეთ, გახსოვდეთ, რომ ცუდ ხასიათზე როცა ხართ, აუცილებლად გაგივლით :) ორშაბათი გეზარება? ესეც კი გგრუზავს?! მიხვალ ორშაბათს სამსახურში და მაქსიმუმ 10 წუთში ისეთ გადასარევ ხასიათზე დაგაყენებეეენ... მერე, საღამოს მონატრებულ მეგობარს შეხვდები, რომელმაც როგორც იქნა მოიცალა. არ დაგეზარებათ, დაადებთ თავს და უკვე დანიშნულების ადგილას მისულები გადაიფიქრებთ და წახვალთ სულ სხვაგან, სადაც დიდი ხანია გინდათ და

უბრალოდ ვერ

უბრალოდ ვწერ უბრალოდ ვერ დავუშლი ხელს დაწეროს რაც უნახავს თვალს სმენია ყურს სტკენია გულს უგრძვნია ტანს უბრალოდ კვლავ ვივიწყებ ძველს ვუყურებ წინ ატუზულ სხვას მიჩქარებს სისხლს მიყინავს ცრემლს აღარ ვარ ის რაც იყო ხვალ- ორი თვის წინ ვიცვლები სულ წერტილი ზის -ვანებებ თავს უაზრო ფიქრს აზრიან წიგნს ღვინიან ბოთლს შენს გვერდით ვდგამ იცლება მყის წვეთები სდის სისხლია მზის დაჭრილი ფრთა არ მტკივა სულ ვეღარ ვგრძნობ ცის დამშრალი წყლის ყვირილის ხმას არ ესმის ყურს ვერ ვხედავ სულ არ სტკივა გულს არ უნდა ტანს დავწერო რა უბრალოდ ვერ მოვყევი ის რაც აღარ მწამს უბრალოდ ვერ... 14.10.08 00:11

ოოოო, სათაური არა ის...

უბრალოდ ისე შემოვიარე. მინდოდა რამე დამეწერა. მაგრამ ვერ. გადავხედე ძველ პოსტებს, გადავიკითხე, აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული. მომეწონა. გამეღიმა. მერე როგორც იქნა მოვახერხე და ორი ვებ ალბომი ავტვირთე. ამაში picasa და online და თან შორს მყოფი ორი მეგობარი დამეხმარა. ეს უკანასკნელნი - მხოლოდ იმით, რომ არ დამძინებოდა :) ანუ მათთან საუბარში გავიდა დრო და მერე გავძელი კიდევ ცოტა ხანი პოსტების კითხვით. ამასობაში აიტვირთა და შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე გაჯეტებში ორი სლაიდშოუ. გერმანული თუ არ გესმით, პირველი სიტყვა მონატრებას ნიშნავს, უფრო სწორად პირველი ორი სიტყვისგან შემდგარი სიტყვათშეთანხმება. რას ვბოდავ. ისე ვწერ, რომ ვწერო და არ აღვწერო არაფერი :) რა უნდა აღვწერო, დღიური ხომ არ არის, ან ანგარიში, რომელიც ვინმეს უნდა ჩავაბარო და მოვუყვე, როგორ გავატარე შაბათ-კვირა?! პ.ს. ეს გვირილები, ზევით რომ არის, დიდი იმედი მაქვს რომ არ დაჭკნება არასოდეს. ამ თემის განვრცობაც მინდოდა, მაგრამ არ ვარ ხასიათზე ახლა. ხვალ ორშაბათია... მართალია ამ საღამოს ერთი მშვენიერი სამზარეულოს მაგიდის გარშემო შემომსხდარებმა..

совершенно секретно ;)

გაინტერესებთ, როგორ გატეხოთ სკაიპი?! ;) ჩშშშშშ! ჯერ კარგად მიმოიხედეთ, რომ არავინ გიყურებდეთ! გაიკეთეთ ნაუშნიკები და ყურადღებით ადევნეთ თვალი და უსმინეთ ინსტრუქციებს.... მაშ ასე! მხოლოდ რჩეულთათვის, მხოლოდ ჩემი ბლოგის ვიზიტორებისთვის: სკაიპის გატეხვის საიდუმლო ხერხი! ! !

"ძღვნად ესმეს" or specially for Kalo ;)

Image
”ძღვნად ესმეს” - ეს ისე, უბრალოდ სათაურის დაწერისას წამოვიდა ასოციაცია, სელენჯერის მოთხრობაა ასეთი. სინამდვილეში ეს პოსტი და ფოტოები/პროდუქცია ეძღვნება კალოს საყვარელია, ხო?! :) პარფიუმერია-ც აქვთ, ისე... ისე ბევრი სხვა რაღაც და აქ ვნახე პირველად. რაღაცნაირად რბილი სურნელი აქვს, ასე მახსოვს... p.s. поясняю для тупых (თვითონ მიხვდებიან ვიზეც მაქვს ლაპარაკი :D ) - მე ეს პროდუქცია დიდი ხნის წინ ვნახე ლუტეციაში, საქართველოში, დიდი ხანია ვიცი რომ არსებობს და იყიდება აქაც, ანუ საქართველოში, კერძოდ კი პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ”ლუტეციაში”. მისამართებიც გინდათ? :D

”მუ ჰა ჰაა” პოსტი :D

Я не злая вообще, по натуре и не злюсь вовсе, я просто злорадствую!!! :))))))))) YES! ;) :) :D Каждый получает то и того, чего и кого заслуживает Вот так вот :D Я - довольна, очень даже довольна! :) :) :) ”Я” რომ დავწერე, რატომღაც წვენი Я-ს წარწერა წარმომიგდა თვალწინ. რა უცნაურია, არა?! :)))) რატომ რუსულად?! ისე. უბრალოდ რუსულად წამოვიდა სიტყვები და აზრები და არ შევწინააღმდეგებივარ თავს, პირდაპირ გადმოვიტანე წავედი ახლა ნელ-ნელა, მშვენიერ ხასიათზე უნდა დავიძინო :)

უსათაურო

ამ weekend-ზე მინდოდა დამეწერა, საკმაოდ შთაბეჭდილებებით აღსავსეზე, მაგრამ ორივე დღეს ისე დავბრუნდი სახლში, ისეთი დაღლილი ან... :) ისეთი, რომ ეგრევე ვწვებოდი და ვიძინებდი, ან მერე ვიღვიძებდი და ტელევიზორს ვუსმენდი, ყურების თავი არ მქონდა და მერე ისევ ვაგრძელებდი ძილს. შაბათი - მეზარება წერა, მთელი დღე გარეთ და სხვადასხვანაირად და საღამოს - ფრიად სასიამოვნოდ მეგობრებთან ერთად... ;) :) და კვირას - სიღნაღში ვიყავი... მერე ბოდბეში, მერე - ბაკურციხეში, მერე - უკანა გზაზე, ბოგდანოვკაში მწვადები ვჭამეთ ისეთი, ცხოვრებაში რომ არ მიჭამია... ესეც ორიოდ სიტყვით, აღწერისა და შთაბეჭდილებების გაზიარების გარეშე :) უბრალოდ ძალიან კარგი შაბათ-კვირა იყო, ისეთი, რომ გგონია - დიდი ხანია უკვე გრძელდება და ძალიან, განსაკუთრებით ძალიან რომ გეზარება მეორე დღეს ორშაბათი და ამ ყველაფრის დამთავრება. ზოგი ამბობს ორშაბათს რაღაც ახალს ველოდები და სავსესო, რას ამბობთ, შაბათ-კვირას ისე შეიძლება აივსო დადებითად, რომ მთელი კვირა კი არა მეტიც კი გაგყვეს. მოკლედ ასე, რა :)

YouTube-დან გადმოღვრილი ცოტაოდენი ტკბილი სევდა

რა ვქნა, ისევ უნდა დავუბრუნდე ძველ თემას და ცოტა განვავრცო გუშინ ძველ რაღაცეებს რომ ვიხსენებდი... ასოციაციები რაც წამოვიდა, და რაც გამახსენდა, ის მინდა დავწერო ჯერ ძალიან პატარა ვარ. ჯერ კიდევ იმ, ძველ სახლში (რომელიც ძალიან არ მეთმობოდა წლების მერე). აბაზანიდან ამოვყავარ დედას პირსახოცში გახვეული, ხელში აყვანილი გამოვყე/ავარ (სწორი ფორმა ვერ დავადგინე :) ), ლოგინზე მაყენებს, მამშრალებს და თბილ პიჟამოს მაცმევს, მერე მაწვენს და პოდნოსით მოაქვს ნამცხვარი (ჩიტის რძე) და ჩაი, თან ტელევიზორს მირთავს. спокойной ночи малыши იწყება, რომელსაც - баю-баю-ს ვეძახი ჯიუტად :) მეც და ჩემი უმცროსი ძმაც. ვწევართ ასე ჩაით და ნამცხვრით მუხლებზე, და გაბადრულები ვუყურებთ საყვარელ გადაცემას. მერე Время იწყება და ჩვენი ძილის დროც დგება. ან ჯერ არ ვწევართ, ტელევიზორის წინ პატარა სკამებზე (ჩვენი პატარა სკამები გვაქვს) ვსხედვართ, წინ სამზარეულოს სკამები და ზედ ისევ ჩიტის რძე და ჩაი, წინ - ისევ ტელევიზორი... წლების შემდეგ (და მაინც დიდი ხნის წინ. უკვე ახალ სახლში. რომელთან შეგუებასაც დიდი ხანი მოვუნდი) სკოლიდან

ბომჟობიდან ნაშობამდე :D :))))))))))))

... ერთი ნაბიჯია :)))))))))))))))) ნუ, ნაშა, ეს ცოტა ხუმრობით და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით არის ნათქვამი :P :)))) ვგიჟდები ასეთ ეფექტის მოხდენაზე და ასეთ რეაქციებზე ;) :)))) დღეს დეტალებით და ბევრი ლაპარაკით აღარ შეგაწყენთ თავს :) დღე იყო მრავალფეროვანი, კარგად დაწყებული, კარგად გაგრძელებული, საღამოსკენ ცოტა ნერვების მოშლით და მაინც კარგად დამთავრებული, ფეხით ცოტა ბოდიალის და გულის სიტყვიერად მოოხებით განტვირთვით და მერე დიდი ხნის და არა მარტო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან მშვენიერი საღამოთი დასრულებული და ახლა - ვირტუალურად გაგრძელებული :) რა კარგია, ასეთი ადამიანები რომ გახვევია ადამიანს გარშემო, ოჯახში, სამსახურში (თუნდაც ერთი, მაგრამ შენი და რამდენიმე - კარგი, დანარჩენი - დადებითი. დანარჩენ დანარჩენს იკიდებ მერე როგორღაც და დადებითი საბოლოოდ წონის უარყოფით ემოციას) და მეგობრების წრე/ებ/ში :) და კიდევ - ვგიჟდები პარასკევ საღამოზე (ორშაბათის საფიქალს და თუნდაც ცოტა ხნის წინ დამგრუზველად მოქმედ საკითხს მავიწყებს დროებით მაინც და მამსუბუქებს) და იმაზე, რომ წინ - შაბათ-კვირაააა! :) :

”დიიიიდი, ამ სახლის ხელა ქათამი თვითონ იფრენს?!” :)))))))

ბოლოს დაწერილი წინასიტყვაობა : აუ რამხელა პოსტი გამომსვლიააა! მე კიდე მეგონა იმ მუღამმა გადამიარა და ვეღარ დავწერ მეთქი ამ საღამოს :) აბა, ვნახოთ, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე ;) ვინც ბოლომდე წაიკითხავს, იმას ელოდება სიურპრიზიიიიი ...ჭიქა არაყით გაიხსნის მადას მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს... ეს ლადოს ლექსია, ლადო ასათიანის, უფრო სწორად ნაწყვეტი ლექსიდან, ფიროსმანზე მე რისი დამხატავი ვარ, რა ფუნჯი, რის საღებავი... ჰა-ჰა წერის მადა გამიხსნას :) მაგრამ მაგასაც უნდა მიუსწრო, რა. გადამიარა და ისე აღარ გამომივა, ასე მეგონდა დავჯდებოდი და თითები თვითონ დაწერდნენ, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, მაგრამ გავერთე რაღაცეების მოსმენით და გაგზავნით და... ცოტა გადამიარა. დღეს მთელი საღამო ამეკიდა 50/50. აზრზე არ ვარ ვინმეს გახსოვთ თუ არა, გადაცემა იყო ჩვენს/ჩემს ბავშვობაში. მუსიკალური გადაცემა. და ქუდი გამახსენდა, უფრო სწორად მელოდია, როგორც იწყებოდა ეს გადაცემა. ნუ, აქ ვერ წავიღიღინებ ნამდვილად :) სიტყვები იყო - пятьдесят на пятьдесят :)))))) გადავატრიალე ინტერნეტი და მელოდია რა თ