2 in 1 post გამოვიდა
დღეს დღის ბოლოს გავაანალიზე, რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანური ურთიერთობები. ოღონდ ნამდვილი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი, და არა ყალბი და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული რიტუალები. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს ახლობლები, ისინიც, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გარკვეულ დროს და სიტუაციებში ხვდები, რომ ახსოვხარ და ფეხებზე არ კიდიხარ და თურმე არც შენ გკიდია ფეხებზე, იმიტომ რომ ეს ადამაინები შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკეულ და არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობდნენ. ეს ხშირად "არა ლხინში" ვლინდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვლინდება. დიფერენციაცია უნდა შეძლო და პრინციპში, შეძლებ კიდეც. და საერთოდ, ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრ რაღაცას ისე ბოლომდე ვერ აღიქვამს ადამიანი, სანამ თვითონ არ გამოცდის. სიტყვა "გადაანალიზება" არსებობს? არა? არა უშავს. მე დავამკვიდრებ. რელაქსაცია ჩატარებულია. თანამეინახობა გაწეულია. მოგონებები გამოხმობილი და გაჟღერებულია. სითბო...