ცხოვრება, როგორც puzzle

იყო პერიოდი - "все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать"

იყო პერიოდი - მეგონა, ვიცოდი, რა იყო წინ. კმაყოფილი ვიყავი და მეგონა, ყველაფერი ასე იქნებოდა სულ. თურმე რამდენი რამ იცვლება ცხოვრებაში, თურმე სულ სხვა გზები იყო წინ. სრულიად ვერგანსაჭვრეტი

იყო პერიოდი - მაინტერესებდა, რა იქნებოდა წინ. აზრზე არ ვიყავი

იყო პერიოდი - მეგონა ვიცოდი, რაც იყო წინ. დაახლოებით მაინც. ვგეგმავდი, ვაწყობდი მომავალს, გეგმებს, ვხედავდი თითქოს

იყო პერიოდი - სავსე. რაღაცნაირად სავსე. ყველაფრით

იყო პერიოდი - მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურად არ ვიყავი. მუშაობაში, გართობაში, იქით-აქეთ წოწიალსა თუ ბოდიალში, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად, მეგობრით-მეგობრად და ა.შ.
მეჩვენებოდა, ან ვგრძნობდი, რომ რაღაცას, ან ვიღაცას ვაკლებდი ჩემს ყურადღებას. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამას იმ იშვიათ მომენტებში ვგრძნობდი, როდესაც ვჩერდებოდი

იყო პერიოდი - ისევ მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. თან არაფერში. და ნერვები მეშლებოდა ამაზე. თუმცა, არ ვცდილობდი რამის შეცვლას

იყო პერიოდი - უბრალოდ ვცხოვრობდი. უბრალოდ ისე, როგორც იმ პერიოდში აეწყო. უბრალოდ მივყვებოდი დინებას. არა მდორეს. უბრალოდ - დინებას. ვცხოვრობდი.

იყო პერიოდი - ისევ უბრალოდ ვცხოვრობდი. თითქოს დალაგდა ყველაფერი. რაღაც აეწყო. მაგრამ ახალგაღვიძებულს და თითქმის ჩაძინებულს, ჩუმად მეპარებოდა შეგრძნება (და მერე უკვე არა ჩუმად. მერე - მყარად ჩამომიჯდებოდა ხოლმე საწოლზე), რომ ეს ის არ არის. რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. რომ ამით არ უნდა დაასრულო ყველაფერი

იყო პერიოდი - ვცხოვრობდი. ყველაფერი იყო ოკ. მაგრამ რაღაც მღრღნიდა. რაღაც. რასაც ერქვა "გასაკეთებელი/გადასაწყვეტი გაქვს"

მერე იყო პერიოდი, როცა გასაკეთებელი გავაკეთე. გადასაწყვეტი - გადავწყვიტე. ისე, რომ თვალიც არ დავახამხამე. მერე პოსტ ფაქტუმ ვთქვი და სხვადასხვაგვარი რეაქცია მივიღე. ერთია - მე არც ერთი წამით არ მინანია. ეს იყო პერიოდი, როცა მივხვდი, რომ რაც არ გინდა, უბრალოდ არ უნდა გააკეთო, არ უნდა აიკიდო და არ უნდა დაიტანჯო თავი თუნდაც ათასში ერთხელ იმის გახსენებით, რომ ეს ჯერ კიდევ არ მიგიყვანია ბოლომდე.

იყო პერიოდი - ვიცოდი, რომ ცოტაც უნდა მომეთმინა. რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. და მოთმინება შედეგს იღებდა.

იყო პერიოდი - წამის მეათასედით ვფიქრდებოდი, უი, ეს სად მოვსულვარ მეთქი. და თვალების ოდნავ მოჭუტვით ვხედავდი ჩემს თავს უკან, სადღაც შორს.
როგორ გზრდის და გცვლის ცხოვრება, გაყალიბებს. შედეგს გზადაგზა ვერ ხედავ, შეიძლება უცბად მიხვდე. და რომ მიხვდები, მერე უკვე "ამუღამო".

იყო პერიოდი ძებისა და პოვნისა

იყო პერიოდი პოვნისა და დაკარვისა

იყო პერიოდი სიმძიმისა და სიმსუბუქისა

იყო პერიოდი წართმევისა და დათმობისა

იყო პერიოდი მღელვარებისა და სიმშვიდისა

იყო პერიოდი მწუხარებისა და მხიარულებისა

იყო პერიოდი სიყვარულისა და სიძულვილისა

იყო პერიოდი ზესაქმიანობისა და უსაქმურობისა

იყო პერიოდი გაურკვევლობისა და გარკვეულობისა

იყო პერიოდი სასოწარკვეთილებისა და ფრთაშესხმისა

იყო პერიოდი მოულოდნელობისა და მოსალოდნელისა

იყო პერიოდი მნიშვნელოვნებისა და უმნიშვნელობისა

იყო "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"


და დადგა ჟამი puzzle-ს აწყობისა.

დღეს შაბათია. უკვე კვირაა, მაგრამ მე ჯერ შაბათში ვარ ჩარჩენილი. ევროპულ ყაიდაზე გადასულ შაბათში. მთელი კვირა დატვირთული მუშაობის მერე პარასკევი და შაბათის უკეთ შერგების და ათვისების შაბათი იყო ერთ-ერთი.

და საღამოს, როცა დავიშალეთ და მე ცოტა ხანი მარტო ფეხით გავლა ვარჩიე, რადგან ჯერ კიდევ იყო ჟამი ისეთი, როცა შეიძლებოდა ფეხით გავლა, მოვდიოდი და ტრიალებდა და ილექებოდა აზრები. ზოგი ერთმანეთს დაეფარა და ვეღარ ვარჩევ. ზოგი გამოვიტანე და გადმოვიტანე აქ.

და უეცრად მივხვდი, რომ თითქმის დამიმთავრებია puzzle-ს აწყობა. ძირითადის მაინც. მთავარი სურათი მზად მქონია. თუმცა - არასრულად. ერთი ნაწილი, რომელზეც დიდი ხნის წინ დამიწერია, ახლაც აკლია. უფრო სწორად, ისევ დამიკარგავს, ან იქნებ არც მიპოვია ჯერ. მაგრამ მაინც მომიხერხებია აწყობა.

დახურული არ არის ეს სურათი. გვერდები ღიაა. ღიაა ახალი ნაწილებისთვის. ღიაა სიახლისთვის და გავრცობისთვის. ღიაა ზრდისთვის. ეს ყველაფერი გარშემო შემოეწყობა და გამრავალფეროვნდება გზადაგზა. როგორც აქამდე ხდებოდა.

მაგრამ ის ერთი ნაწილი შუაშია სადღაც. არა ცენტრში, მაგრამ შუაში

აი, ასეთია ეს puzzle

და ასეთია ჟამი სიცოცხლისა

Comments

ბაჩო said…
ც – შენ თუ ჩემი ხარ, რას მერჩი :) შენი დაბადებიდან ამირიე ცხოვრება :)
თუ არ ხარ და რას მერჩი მართლა, თავდაყირა მიყენებ ყველაფერს
ვინ ხარ "ც", როგორ გავიგო?
© said…
:))))

მე ვარ ც. :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..