2 in 1 post გამოვიდა

დღეს დღის ბოლოს გავაანალიზე, რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანური ურთიერთობები. ოღონდ ნამდვილი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი, და არა ყალბი და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული რიტუალები. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს ახლობლები, ისინიც, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გარკვეულ დროს და სიტუაციებში ხვდები, რომ ახსოვხარ და ფეხებზე არ კიდიხარ და თურმე არც შენ გკიდია ფეხებზე, იმიტომ რომ ეს ადამაინები შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკეულ და არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობდნენ. ეს ხშირად "არა ლხინში" ვლინდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვლინდება. დიფერენციაცია უნდა შეძლო და პრინციპში, შეძლებ კიდეც.

და საერთოდ, ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრ რაღაცას ისე ბოლომდე ვერ აღიქვამს ადამიანი, სანამ თვითონ არ გამოცდის.

სიტყვა "გადაანალიზება" არსებობს? არა? არა უშავს. მე დავამკვიდრებ.

რელაქსაცია ჩატარებულია. თანამეინახობა გაწეულია. მოგონებები გამოხმობილი და გაჟღერებულია. სითბო გაცემულ-მიღებულია. ცრემლი დაღვრილია. ბევრი თქმულია და გახსენებულია, განწყობის და სიტუცაიის მიერ მოტანილი. რაღაცეების თქმაც - ვერ მოსწრებულია. არ გაკვირვება მაგრამ მაინც ძალიან მადლიერებაც გამოხატულია. განწყობა გადმოცემულია.

დაღლილი ვარ, ემოციურადაც გადაღლილი, თან დაცლილი და თან სავსე. და ვიძინებ

p.s. კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ბუნებით, მოწოდებით, თუ არ ვიცი რით, ვარ მშვიდი. კიდევ ერთხელ ვრწუმნდები, რომ არ უნდა იშალო ადამიანმა ნერვები არაფერზე, რაც გამოუსწორებადია, არ უნდა იშალო ნერვები სხვის არასასიამოვნო თუ ცუდ თვისებებსა თუ ერთჯერად ან თუნდაც არაერთჯერად საქციელზე, არ უნდა მოიშალო ნერვები რაღაც ელემენტარულზე (ცოტა დიდი მასშტაბით რომ შეხედავ, ისეთ ელემენტარულზე), ცოტა უფრო გლობალურად უნდა შეხედო ყველაფერს და თუ შეგიძლია, უნდა იცხოვრო უფრო მშვიდად. უფრო სწორად, უნდა შეძლო! რაც არ არის დიიდი, მასშტაბური, მართლა საშინელი, მართლა დამაზიანებელი, იმაზე რატომ უნდა იჩხუბო, გაბრაზდე, მოიშალო ნერვები, მართლა არ მესმის. აი რატომ, თორემ კი!

არც თავს ვიქებ და არც ხაზს ვუსვამ რამეს. უბრალოდ კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე ჩამოწვა ბოლო დროს, ვიდრე იყო, ასე მგონია. და თუ ვინმე იტვის, რასაც ხაზს უსვამ, ის ზუსტადაც რომ ისე არ არისო, ძალიან შეცდება ამ შემთხვევაში, რადგან ეს ხაზგასმა არ არის. უბრალოდ, ხანდახან მეც გამოვხატავ ემოციებს, ვიტოვებ ამის უფლებას.

და კიდევ, უბრალოდ, ბევრი მაინც ისე აღიქვამს ამ ყველაფერს, როგორც თვითონ სჩვევია და თავისი თავიდან გამომდინარე აანალიზებს. ეს, უბრალოდ, ჩვენი თვისებაა, ადამიანების. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი: каждый воспринимает по мере своей истеричности. შეიძლება, სულაც არ არის კარგი ეს თვისება - ზედმეტი გაწონასწორებულობა; კაცმა არ იცის. მაგრამ მე, ჯერ-ჯერობით, კარგად მაგრძნობინებს თავს. და არ მიყვარს, როდესაც თავს მახვევენ იმას, რასაც არ ვგრნობ და მაჯერებენ, რომ ახლა ასე ვარ, მარტო იმიტომ, რომ ეს ასეა მიღებული, ან იმიტომ, რომ თვითონ ასე ჰქგონიათ და ასე გრძნობენ თავს, ან არ უნდათ, დაიჯერონ, რომ მე ცუდად არ ვარ.
ესეც, მგონია, თვითონ იმ ადამიანის ტიპაჟიდან, ბუნებიდან გამომდინარე ხდება, ვინც ამას არ იჯერებს და საპირისპიროს გიმტკიცებს, როდესაც შენ არაფრის დამტკიცებას არ ცდილობ, ხარ შენთვის, წყნარად.

არაფერი ზებუნებრივი და განსაკუთრებული ჩემში არ არის და არც არაფერია საკვირველი და დაუჯერებელია იმაში, რომ არ ვნერვიულობ ხშირად იმაზე, რაზეც ბევრი ძალიან ნერვიულობს, რასაც ზოგი ზედმეტად ემოციურად აღიქვამს და გამოხატავს (თუნდაც თვითონ ვერ ხვდებოდეს), რაზედაც ზოგი ნერვებს იშლის, იმას მშვიდად აღვიქვამ, თუნდაც მესმოდეს მათი და მხარს ვუჭერდე.

ძალიან შორს გავიჭერი, თემიდან და ემოციებიდან გადავიჭერი (მთლად ქვა არ გეგონოთ მართლა) და ცოტა არეული და გაუგებარი პოსტიც გამომივიდა; და საერთოდ, რა დროს პოსტია, მაგრამ ახლა უნდა დამეჭირა ეს განწყობა, რომელიც მჭირდებოდა, რომ გადმომეცა, თორემ ხვალ და მერე ვეღარ გადმოვცემდი

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..