ფიქრნი ძილის პირას

კორტასარს მოთხრობა აქვს ასეთი - Axolotl. ტიპი ყოველ დღე მიდის დიდ აკვარიუმში და უყურებს ამ არსებებს. მინდოდა დამეწერა საშინელს მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლოს თავად იქცევა ერთ-ერთ მათგანად და ამ ყველაფერს პირველ პირში ყვება. ეს ძალიან მოკლედ და უხეშად. დეტალები მეც არ მახსოვს და თუ დაგაინტერესებთ (მიუხედავად ასეთი არამხატვრული გადმოცემისა და სიტყვაზე მენდობით, რომ ღირს წაკითხვა), აქ შეგიძლიათ ნახოთ რუსული თარგმანი და აქ კი - ორიგინალი.

რა კავშირში შეიძლება იყოს სერიალი Sex and the city და ხულიო კორტასარი ერთმანეთთან? ერთი შეხედვით არავითარი საერთო არ აქვთ. არც მეორე და არც მეასე შეხედვით. ერთი მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგახსენებს, თუ ასეთი ასოციაციურარანორმალურარვიციამასრადავარქვა აზროვნება გაქვს ადამიანს. და მეხსიერება.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, შეიძლება ადამიანი ერთხელაც აი ასე, უბრალოდ ეკრანს მიღმა აღმოჩნდე? მიღმა - ანუ არა აქეთ, არამედ იქით. კინოს ნაწილი აღმოჩნდე უეცრად? უბრალოდ მიხვდე, რომ იქ გადაინაცვლე? ან იქნებ უბრალოდ იმდენად ჩვეულებრივი და რეალურია ეს ყველაფერი, რომ ყოველი დეტალი რაღაც დეტალს გახსენებს ან ასოციაციას გიჩენს, ყოველი და ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე დეტალი და შეგრძნება გეცნობა, მიუხედავად რადიკალური სხვაობისა ყველაფერში?

ამაზე დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და ბევრად უფრო მეტი. მაგრამ მაინც არ დავწერ, ვიცი, ამიტომ ამას მაინც დავტოვებ, ამ რამდენიმე ფიქრს პოსტად.
ზუსტად ვიცი, რომ ეს მარტო მე არ მემართება. ელემენტარული ჭეშმარიტება: უბრალოდ ყველგან და ყველა დროში ერთი და იგივე პრობლემები არსებობს, როგორც ჩანს (ალბათ ჯობდა ჩამემატებინა სიტყვა "ქალები", რამე ბრუნვაში. მაგრამ მგონი ისედაც გასაგებია). პრობლემები რეალური თუ თითიდან გამოწოვილი. ეს ყველაფერი ელემენტარული რეალობაა, ეკრანზე გადატანილი და ლამაზად შეფუთული, + / - ....

ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე სიტყვა უბრალოდ. მაგრამ არა უშავს. ალბათ, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც მართლა უბრალოდ და მარტივად არის

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..