herstory

თვალდახუჭული იწვა. აღარ ეძინა. უბრალოდ ელოდებოდა, როდის წავიდოდა ყველა. თავს იმძინარებდა. არ უყვარდა ახალგაღვიძებულს პასუხების გაცემა. нечленораздельный პასუხებს იძლეოდა ასეთ დროს. დაელოდა, სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა და მხოლოდ მერე გაახილა თვალები. გაიჭიმა, ხელები გაშალა და გაიღიმა. წინა დღეებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ამოტივტივდა ნელ-ნელა თავში. ”თმა ასე...”, ”რა ლამაზი....”
ხელებს დახედა. თითქოს გადაამოწმა, მართლა ლამაზი თითები ჰქონდა თუ არა. ხოო... მოეწონა. ისევ გაეღიმა.
მერე ნელა წამოდგა. პულტით ჩართო ტელევიზორი. პულტი იქვე საწოლზე მიაგდო და ნელა წავიდა აბაზანისკენ.

გზაში გაჩერდა. სარკე გრძელი იყო და მთლიანად აჩენდა. რაღაცნაირად მაღალი ჩანდა. შეიძლება ეს ჩაცმულობა... არა, ”გახდილობა” აჩენდა ასე - მარტო საცვლები. ’ხოო, თმა მართლა კარგად მაქვს, ახალწამომდგარის მიუხედავად და... რაღაც... რაღაც მომწონს! რაღაც ძალიან მომწონს! ხო, ეს ქალური ახალგაღვიძებულობა, განსაკუთრებით, როცა არსად მეჩქარება. ქალურად ოდნავ ნავარჯიშები სხეული. არააა! როგორ შეიძლება არ გინდოდეს, როგორ არ უნდა გინდოდეს ასეთი ქალის გვერდით გაღვიძება?! მით უმეტეს, თუ იცი ეს ქალი. არა, კი არ იცნობ უბრალოდ, იცი.’
მერე ხმამაღლა და გულით გაეცინა ამ ნარცისისსურნელშეპარულ აზრებზე, სარკეს მოშორდა და დიდი და მშვიდი უიქენდური სიმშვიდით განაგრძო ზაფხულის დილის რიტუალები.

პერიოდულად რაღაც ახსენებდა თავს. რაღაც სასიამოვნო, რასაც სახელს ვერ არქმევდა, მაგრამ სადღაც მკერდქვეშ, მარცხენა მხარეს, გულთან გრძნობდა და ეღიმებოდა. ’როგორ იცვლება ყველაფერი შაბათ-კვირას. თითქოს სულ სხვა ადამიანი ხდები. თითქოს სხვა ცხოვრებით ცხოვრობ. ვგიჟდები ამ საოცარ განწყობაზე, ჰაერშიც კი რომ იგრძნობა.’

.............. .............. ............. ............. .............

მერე ჰკითხა. მოგვიანებით. გვიან:
- როგორ შეიძლება არ გინდ...
- მინდა! ძალიან მინდა. მაგრამ... მაგრამ არ მინდა. ты слишком хороша для меня и слишком... (პაუზა)
- ხო, თქვი, თქვი
- ...слишком доступна...
- მოდი, მე განვაგრძობ: მართალი ხარ - слишком хороша для тебя. უბრალოდ გვიან მივხვდი, როგორც ბევრ სხვა რაღაცას. მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. და კიდევ - слишком любила тебя. აი, ეს იყო შენი მთავარი პრობლემა. შენ გაშინებს, როცა ადამიანს უყვარხარ. მოგწონს და გაშინებს. და გარბიხარ. დამაცადე! ნუ მაწყვეტინებ! ვიცი, რამდენი შეცდომა დავუშვი. ვიცი რომ არავინ არის დამნაშავე და ამავე დროს - ორივე. я была слишком доступна. и была всегда. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ არ გაწვალებდი.
შენ იცი, ვისთან აღმოჩნდები ბოლოს? შენი ოცნების სრულ ანტიპოდთან! არაფერი განსაკუთრებული არ იქნება იმ ქალში. არავიზე არაფრით უკეთესი. სადღაც იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება გო... კაი, არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. არაფრით უკეთ არ იქნები მასთან, ვიდრე, თუნდაც, ჩემთან. я буду в сто раз лучше нее во всех смыслах и отношениях. და ეს შენ გეცოდინება! არაფრით მეტი გრძნობა არ გექნება მის მიმართ, ვიდრე ჩემდამი გქონდა და შეგეძლო გქონოდა. უბრალოდ ის იქნება - სხვა. მეტი არაფერი. არც იმისგან იგრძნობ იმას, რაც ჩემგან იგრძნობოდა და რაც გაშინებდა. რა თქმა უნდა არ შეგიყვარდება, ამაში დარწმუნებული ვარ (შენ არავინ შეგიყვარდება). უბრალოდ დააჯერებ თავს სიჯიუტით (რომლითაც თავის დროზე დააჯერე რომ - აღარ!), რომ აი, ეს უნდა იყოს ის и все! ამით დაამთავრებ უბრალოდ. და შეეჩვევი. დაიბრმავებ თავს, ან ის აღმოჩნდება ისეთი ინიციატივიანი, რომ დაგაბრმავებს და დაგაჯერებს. და დაიკიდებ იმას, რაც არ გეკიდა ადრე და არ დაიკიდებდი ალბათ არასოდეს. და დაიჯერებ, რომ ხარ ბედნიერი. თუმცა, პრინციპში, მთავარი ეს არის - როცა გჯერა.
მერე? მერე გაიღვიძებ ერთ დილას. გადახედავ და... სინანულს იგრძნობ. თუნდაც წამის მეათასედით, მაგრამ ინანებ და გეტკინება, თუნდაც ყრუდ (თუმცა, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დააჯერებ თავს ისევ, რომ ასე - სწორია) და მე ვიგრძნობ ამას, აუცილებლად ვიგრძნობ, ოდნავ ძილბურანში მყოფი. მერე ოდნავ, სულ ოდნავ, წამიერად სევდაშეპარული ღიმილით გადავტრიალდები და თითის წვერებით (რომელიც ერთ დროს შენ გეხებოდა) შევეხები კისერზე.... სხვას.

იცი, რომ ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო - სწორი ყოფილა. დიდი არ არის ეს ნაბიჯი. პატარა ნაბიჯია, უბრალოდ, შეიძლება დიდხანს ვერ გადადგა და თუ ასწიე ფეხი - все! მერე კი კიდევ ერთი ნაბიჯია თურმე - როცა ეს გრძნობაც - ეს სიძულვილის შეგრძნება - ქრება. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნოა. და ბოლოს - უბრალოდ გკიდია!

ახლა? не то что уже недоступна, меня просто нет! უბრალოდ აღარ მაინტერესებს, ისევ გინდა თუ არა და გაინტერესებს თუ არა. მე! მე აღარ მინდა! მე აღარ მინდიხარ! ... ღმერთო, რა ბედნიერებაა! - და თითქოს ახლა გააცნობიერაო, მართლა ბედნიერება გამოესახა სახეზე ღიმილთან ერთად.

.............. .............. ............. ............. .............

მერე? მერე წამოვიდა. არა, წავიდა იქ, სადაც უკვე ელოდნენ. წავიდა მსუბუქად.

თითქმის გალეული საშლელი პირდაპირ ქუჩაში გადააგდო




.............. .............. ............. ............. ............. .............. ..............

ეპილოგის ნაცვლად

ნუ დაუწყებთ ძებნას კონკრეტულ სახე(ლ)ებს. it was just herstory :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..