აზრები ნაწყვეტ-ნაწყვეტ
все не так просто რამდენი ვილაპარაკეთ დღეს საღამოს ხანდახან უსმენ ადამიანს და გგონია რომ შენ ლაპარაკობ. ეს ხომ შენს სათქმელს ამბობს, ზუსტად იმას, რასაც შენ ფიქრობდი და თან ზუსტად ამ ბოლო დროს სასიამოვნოა ასეთი ურთიერთობები და გადახალისებაა სასიამოვნო. პერიოდული გადახალისება. ურთიერთობებისაც. გარემოსიც. ყველაფრის. ხშირად შენი საკუთარი თავი გაოცებს. ხანდახან - აღგაფრთოვანებს კიდეც. არის ემოციები, რომელთა მართვაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. და ძალიან მაგარია, როცა მოულოდნელად და გგონია არაადეკვატურად, ამ დროს ზუსტადაც რომ ადეკვატურად და დროულად მოდის ძალიან დადებითი ემოცია. ანუ კარგად გრძნობ თავს. გგონია - ყველაფრის მიუხედავად. მერე ხვდები რომ კაკ რაზ - ყველაფრის გამო. იმიტომ რომ ხედვა ისწავლე სხვანაირი. სწორი. და შეფასება - სწორი. რეალისტური. და რაღაც მომენტში ხვდები, რომ გაგიმართლა უბრალოდ. და ალბათ ბედნიერიც ხარ. კარგია. მომწონს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის და ძალდატანების გარეშე მოდის. თავისთავად და ლოგიკურად. კომპლიმენტი (გაფართოებული თვალებით და შეუნიღბავად აღფ...