აზრები ნაწყვეტ-ნაწყვეტ

все не так просто

რამდენი ვილაპარაკეთ დღეს საღამოს
ხანდახან უსმენ ადამიანს და გგონია რომ შენ ლაპარაკობ. ეს ხომ შენს სათქმელს ამბობს, ზუსტად იმას, რასაც შენ ფიქრობდი და თან ზუსტად ამ ბოლო დროს
სასიამოვნოა ასეთი ურთიერთობები
და გადახალისებაა სასიამოვნო. პერიოდული გადახალისება. ურთიერთობებისაც. გარემოსიც. ყველაფრის.

ხშირად შენი საკუთარი თავი გაოცებს. ხანდახან - აღგაფრთოვანებს კიდეც. არის ემოციები, რომელთა მართვაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. და ძალიან მაგარია, როცა მოულოდნელად და გგონია არაადეკვატურად, ამ დროს ზუსტადაც რომ ადეკვატურად და დროულად მოდის ძალიან დადებითი ემოცია. ანუ კარგად გრძნობ თავს. გგონია - ყველაფრის მიუხედავად. მერე ხვდები რომ კაკ რაზ - ყველაფრის გამო. იმიტომ რომ ხედვა ისწავლე სხვანაირი. სწორი. და შეფასება - სწორი. რეალისტური. და რაღაც მომენტში ხვდები, რომ გაგიმართლა უბრალოდ. და ალბათ ბედნიერიც ხარ. კარგია. მომწონს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის და ძალდატანების გარეშე მოდის. თავისთავად და ლოგიკურად.

კომპლიმენტი (გაფართოებული თვალებით და შეუნიღბავად აღფრთოვანებული მზერით) - ”რა გჭირს?” :)))))))))))))))

გუშინ ვამბობდი - ასეთი შინაგანი განწყობა და ხასიათი მაშინ აქვს წესით ადამიანს, როცა შეყვარებულია მეთქი. რა უცნაურია. ეტყობა პირიქით დროსაც ასე ხდება :))))
ეს გარეთაც გამოდის. ასხივებ ადამიანი ასეთ დროს.

დამრჩა რამე საკომუნიკაციო საშუალება ასათვისებელი?! თან მესიჯი, თან მეილი, თან ბლოგი, თან სკაიპი, თან წერით, თან რეკვით.

წინ 4 დღიანი ”სხვა რაღაც” არის. 4 დღიანი განტვირთვა ყველაფრისგან.

ხანდახან 2 წუთში იღებ ისეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეიძლება სხვა დროს დიიიდი ხანი მოანდომო. რა კარგია უცებ და მარტივად.
არ ვგეგმავ. უბრალოდ ვამბობ რომ მინდა და გავაკეთებ. ტექნიკური საკითხები იქნება მოსაგვარებელი. ალბათ გამოვა. ან არ გამოვა :) რა მნიშვნელობა აქვს.
ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. ზუსტად ისე და ზუსტად იმ დროს. უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში.

არის რაღაცეები, რაც არ ძველდება.

არის რაღაცეები, რასაც ვერ წაშლი. უბრალოდ ეგდება თავისთვის. მტვერი დაედება, სხვენში მივიწყებული ძველი სავარძელივით. და დაგეზარება მტვრის გადაწმენდა. სხვენში ასულსაც კი დაგეზარება. და დაანებებ თავს. უბრალოდ ეგდება თავისთვის.

ხო, ალბათ ოდესმე გვეშველება. ვიცი, ვიცი რომ არ არის ყველაფერი ჩვეულებრივ. და არც კარგად. ვერც ოპტიმისტურ პროგნოზებს ვაკეთებ. არც პესიმისტურს. უბრალოდ ვცდილობ რეალობის შეგრძნება არ დავკარგო არც ერთ ეტაპზე. და ადამიანობა შევინარჩუნო ბოლომდე.
რა უნდა ვქნა? პანიკაში და ისტერიკაში არ ჩავვარდები. როცა პანიკის დრო იყო, მაშინ ვიყავი მყარად და გაწონასწორებულად და ეხლა?! არაა! და რა? ვეღარც ვნერვიულობ. გადავიღალე ემოციურად. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. არსადაც არ გადავსახლდები :) და მაქვს საამისო ბევრი და სერიოზული მიზეზი. უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას. ვითომც აქ არაფერი?! არა! ასე არა. ძალიან კარგად ვაცნობიერებ რაც ხდება. მაგრამ ცოცხალი ვარ. დაბომბვის საშიშროება აღარ არის და აქ ვარ. ”ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!” - გამახსენდა. ხო. ვცოცხლობთ და გულხელდაკრეფილი ვერ ვისხდებით. რაღაც პერიოდი უბრალოდ ვერ ვფიქრობდი, იმაზე ვერ ვფიქრობდი - რაზე უნდა მეფიქრა. ეხლა ნელ-ნელა დალაგდა თითქოს აზრები. ფიქრსაც ვიწყებ. დაახლოებით გამოიკვეთა, რაზე უნდა ვიფიქრო. შეძლებისდაგვარად ვუბრუნდები ჩვეულ თუ არა, ჩვეულთან მიახლოებულ რიტმს, პატარა ცვლილებებით. ისევ მაქვს რაღაცეების ხალისი, ისევ მინდა გავახარო თავი და სხვები პატარა დეტალებით და ვაკეთებ კიდეც ამას. балую себя? არა. მთლად ასეც არა. უბრალოდ არის, რაც მანიჭებს სიხარულს და მახალისებს, და არ ვეუბნები ასეთ დეტალებზე თავს უარს, თუ მაქვს ამის საშუალება. დღეს ვცხოვრობ, დღევანდელი დღით. ხვალ არ ვიცი რა იქნება. დღეს მაქვს მორალიც და სიყვარულიც. დღეს მწყინს და მიხარია. დღეს არ მინდა ვაწყენინო და გული ვატკინო. დღეს მინდა უხაროდეთ და მიხაროდეს. ხოდა რისი საშუალებაც მაქვს, ვაკეთებ. დასაშვებ და მისაღებ ფარგლებში. ვცხოვრობ. და არ მინდა შემრცხვეს იმის, რომ სიცილი შემიძლია ისევ და გაპრანჭვაც მინდა ისევ. და ღიმილიც მინდა. ეხ, საერთოდ მინდა, რომ გავიღვიძებ ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს, მასობრივი სიზმარი თუნდაც :) და ისევ ისე იყოს ყველაფერი....
აღარ მინდა ამაზე


დღეს უკვე მარიამობაა. გილოცავთ!

პ.ს. არის რაღაც მთავარი, რაც უნდა იცოდეთ, გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ. ჩემი თქმა არ არის საჭირო. ყველა თვითონ მიხვდება ამას....

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..