გიოების დილა :)

მოკლედ, ეხლა დავაფიქსირე, რომ ჩემი დილა გიოებით იწყება. დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს, და ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა გიოებზე მოკლედ. just.

ესე იგი, შენობაში შესულს, პირველი ნაცნობი ვინც შემხვდა ლიფტთან - გიო ოყო, ერთ-ერთი IT, შორიდან მიღიმოდა. მოკლე დოსიე - გიო. ეროვნება - ჩემთვის აქამდე გაუგებარი. მეტყველებს ჩემთვის გასაგებ ორ ენაზე. მეხმარება როცა მჭირდება. ცოტა უცნაურია, როგორც ყველა IT, მაგრამ კეთილგანწყობილი. გადამიკეტა ყველა საკომუნიკაციო საშუალება :))) თან მეუბნებოდა, ასე მითხრა კ-მ (უფროსი IT), მაგის ღიმილმა არ მოგხიბლოს იცოდე, არ შეცდეო. მტკიცედ იდგა :))) მაგრამ მე მაინც მოვახერხე და არ ვიცი, მისი შეცდომის თუ უბრალოდ გამართლების წყალობით მაინც ჩამოვტვირთე რაც მინდოდა (ცოტა მაინც). არ იცის, რა თქმა უნდა :))))

ამოვედი ჩვენს სართულზე. ასევე პირველი ვინც შემხვდა - გიო. მოკლე დოსიე - დაცვა. ქართველი. რაღაცნაირი გულიანი კომპლიმენტები იცის :) ოთახის კარს მიღებს (ჯერ არ გაუღია, ცხადია, ძალიან ადრეა და მგონი ჩემს გარდა არავინ არის მოსული. ასე ახლოს ალბათ არავინ ცხოვრობს). გიო ომის პერიოდში - ლიფტიდან გამოვდივარ და ეგრევე სავარძელში ვჯდები მონიტორის წინ. ახალ ამბებს ვუყურებ ოთახში შესვლამდე. გვერდზე გიო ზის. ’ცისი, ხომ არ გეშინია?!’ თავს ვუქნევ უარყოფის ნიშნად. ლაპარაკის თავი არ მაქვს. მართლა არ მეშინია, მაგრამ დაძაბული ვარ და დასტრესილი. ’არ შეგეშინდეს, ხომ იცი, მე აქ ვარ.’ მეღიმება. ’კაი, გიო, შენი იმედი მაქვს’ :)

ოთახში ჯერ მარტო ვარ. პირველი ვინც მოდის - გიოა. თანამეოთახე. უკვე ერთადერთი მამაკაცი ოთახში. ძალიან ჩუმად და სწრაფად ლაპარაკობს. ხშირად ვამეორებინებ/თ. აქვს ტონკი იუმორი და კარგი გემოვნება. ცოტა პედანტია. მაგრამ კარგი ადამიანი. ყავა რომ მთავრდება, ვერ ვასწრებთ მოტანას. შემოდის ოთახში, პარკიდან ქილას იღებს და მიწვდის - გახსენი! :) იცის, რომ მიყვარს ახალგახსნილი ქილიდან უცებ ამოვარდნილი ყავის სუნი, სასიამოვნოდ რომ გეცემა ცხვირში. ასეთი დეტალები არ ავიწყდება. :)

სულ ეს იყო :)

Comments

Unknown said…
This comment has been removed by a blog administrator.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..